დი მარია : „კონკურენცია ყველა დიდ გუნდში არსებობს“

ანხელ დი მარიას განცხადებით კონკურენცია ყველა მაღალი დონის კლუბში არსებობს და თუ გსურს, რომ თავი დაიმკვიდრო, როგორც ვარსკვლავმა, ყველაფერი უნდა გააკეთო იმისათვის, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კლუბში წარმატებული ფეხბურთელი გერქვას...


„სამეფო კლუბში ძირეული ცვლილებები განხორციელდა, მართლაც ყველაფერი შეცვლილია მწვრთნელიდან დაწყებული, ფეხბურთელებით დამთავრებული.“

„როგორც ჩანს ხელმძღვანელობა არ არის კმაყოფილი ნაჩვენები შედეგებით და თვლის, რომ აუცილებელია „რებრენდინგი“, იმისათვის, რომ კლუბმა ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლა მოახერხოს.“

„ვთვლი, რომ ყველა დიდ კლუბშია კონკურენცია და მე ამის არ მეშინია, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელი ვარ, ჩემთვის მნიშვნელობა ნამდვილად აქვს სათამაშო წუთებს, მაგრამ არ ვთვლი, რომ სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის ვარ განწირული, მე ვეცდები ადგილი დავიმკვიდრო „ბლანკოსში“ და გუნდის ლიდერის ფუნქციები შევითვისო.“

„წინ მსოფლიო ჩემპიონატია, მიზანი რა თქმა უნდა ბრაზილიაში გამგზავრება და არგენტინის ნაკრების დახმარება გახლავთ, სათამაშო პრაქტიკის გარეშე გუნდში მოხვედა გამიჭირდება, მაგრამ ამის შიში ნამდვილად არ მაქვს, ნაკრებთან ერთად ყოფნას აუცილებლად მოვახერხებ, ჩვენ კოლექტივს ნამდვილად შესწევს იმის ძალა, რომ მუნდიალზე წარმატებას მიაღწიოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 5 სექტემბერი 2013
  • 2801
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (78)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)