კარანკა: „რეალში მხოლოდ მწვრთნელი არ შეცვლილა“

სამეფო კლუბის ექს მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს ექს თანაშემწემ, აიტორ კარანკამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ გასულ ზაფხულს „ბლანკოსში“ ძირეული ცვლილებები განხორციელდა...


„არ მეგონა თუ ფლორენტინო პერესი საკუთარი გუნდით და მონაგარით ასეთი უკმაყოფილო იქნებოდა, მან ფაქტიურად ახალი სამეფო კლუბი შემოგვთავაზე, კოლექტივი მხოლოდ მწვრთნელს და დაუტოვებია, ჟოზე მოურინიო ახალი პოლიტიკის მხოლოდ ნაწილი იყო.“

„რიკარდო კაკას და გონსალო იგუაინის წასვლას ისედაც ვვარაუდობით, რადგან ბრაზილიელი ფაქტიურად უსაქმოდ რჩებოდა, პიპა კი პრიმერა დივიზიონის ბოლო შეხვედრის შემდეგ მადრიდელ ინჩასებს დაემშვიდობა, ეს იყო ძალიან მკაფიო და გამჭირვალე ნიშანი იმისა, რომ არგენტინელი მოთამაშე ახალ სეზონს სხვა ქვეყნის რომელიმე კლუბში გააგრძელებდა. თუმცა არ ვთვლიდი, რომ გონსალო ნაპოლის მოთამაშე გახდებოდა, რადგან მის მიმართ ინტერესს ლონდონის არსენალი, ინტერი და რამდენიმე სხცა კლუბი იჩენდა.“

„გუნდი კარლო ანჩელოტიმ ძირფესვიანად შეცვალა, ამ ეტაპზე კოლექტივს თავიდან სჭირდება შეთამაშება და ჩამოყალიბება. ძალიან მომწონს, რომ აქცენტი ესპანელებსა და კანტერის ფეხბურთელებზეა გაკეთებული, თუმცა ნამდვილად ვერ მოვიწონებ მესუთ იოზილის არსენალის რიგებში გადაბარგებას, გაოგნებული დავრჩი, როდესაც შევიტყვე, რომ გერმანელმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგას მიაშურა.“

„მე და მესუთს არაერთხელ გვისაუბრია სამეფო კლუბზე, იგი ყოველთვის ამბობდა, რომ ესპანეთის დედაქალაქში თავს იდეალურად გრძნობდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა. არ ვიცი რამ შეაცვლევინა მას გადაწყვეტილება, გასაგებია, რომ გუნდში მივიდა ისკო ალარკონი და მისი პოზიციები შესუსტდა, თუმცა ვთვლი, რომ ისკო გაცილებით უფრო გამოუცდელია, ვიდრე მესუთი და გერმანელს ნამდვილად შეეძლო დიდი კონკურენციის პირობებში საკუთარი შესაძლებლობების კიდევ ერთხელ გამოვლენა/დამტკიცება და ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვება.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2013
  • 3906
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)