ჩაბი: "მუნდიალზე მოხვედრა საეჭვო არ უნდა იყოს"

ჩაბი ალონსოს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას უმძიმესი პერიოდი უდგას ცხოვრებაში, იმედი მაინც აქვს იმისა, რომ დაგეგმილზე ადრე დაბრუნდება და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას შეძლებს...


„მე არ ვიცი თუ როგორ განვითარდება მოვლენები და შევძლებ თუ არა მალე თამაშს, შესაძლოა იანვრამდეც კი ვერ გავიდე მოედანზე, რადგან სარეალიბიტაციო კურსი მინიმუმ 3 თვიანი გახლავთ, შემდეგ კი ინტენსიური ვარჯიშები და თავდადება მომიწევს იმისათვის, რომ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ნდობა დავიმსახურო და მოედანზე ხშირ-ხშირად გავიდე.“

„მუნდიალზე თამაში ჩემი ოცნებაა, ის იქნება ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი, ვთვლი, რომ უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შემეძლება, მაგრამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ეროვნულ ნაკრებში აღარ ვიქნები, რადგან იმ დონეს ვერ დავაკმაყოფილებ, რაც გუნდისთვის იქნება საჭირო, აქედან გამომდინარე ჩემი მომდევნო წლის მუნდიალზე მოხვედრა საეჭვო არ უნდა იყოს, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ვისენტე დელ ბოსკეს სიაში ჩემი ადგილი დავიკავო და გუნდის დახმარება შევძლო.“

„დარწმუნებული ვარ „ბლანკოსს“ ვაკლივარ, მაგრამ ამ გუნდში უამრავი პროფესიონალი ირიცხება, ასევე ჩვენ შევიძინეთ რამდენიმე ნახევარმცველი, რომლებიც ჩემ შეცვლას თავისუფლად ახერხებენ. ვფიქრობ, მათთან სერიოზული კონკურენცია მომიწევს ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად, მაგრამ ყველაფრისთვის მზად ვარ, სხვა შემთხვევაში „მერენგების“ ფეხბურთელი ვერ ვიქნები.“

„არასდროს არავისგან გამიგია, რომ მესუთ იოზილი გუნდის დატოვებას აპირებდა, ეს ალბათ მართლაც სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს ამოტივდივდა. პრესაში ვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ გერმანელი ნახევარმცველის შეძენით მანჩესტერ იუნაიტედი იყო დაინტერესებული, მაგრამ ფლორენტინო პერესმა შეთავაზება უარით გაისტუმრა. ნამდვილად არ ველოდი მესუთის არსენ ვენგერის გუნდში გადაბარგებას, მაგრამ მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ მას წარმატებებს ვუსურვებ და გული ძალიან დამწყდა ტრანსფერის გაგების შემდეგ.“

„მადრიდის რეალს მომავალ სეზონში დიდი მიზნები აქვს, გუნდში შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, წავიდა რამდენიმე წამყვანი მოთამაშე, დაგვემატნენ ახალი ფეხბურთელები, ამასთანავე აღსანიშნავია, რომ იტალიელი სპეციალისტი უდიდეს იმედებს ამყარებს ალვარო მორატასა და ხესესე, კაზემიროს თამაში ყველას აღაფრთოვანებს, კოლექტივი მართლაც რომ ახალგაზრდა პროფესიონალებით არის სავსე, რომლის გამოცდილ ფეხბურთელებთან შერწყმა წარმატების მომტანი უნდა გახდეს, ყოველ შემთხვევაში მე ამის იმედი მაქვს, დასახულმა გეგმამ აუცილებლად უნდა აჩვენოს შედეგი.“

„ჩემპიონთა ლიგა კვლავ ჩვენი ტკივილია, მიუხედავად იმისა, რომ ზედიზედ სამი წლის განმავლობაში ½ ფინალში ვახერხებდით გასვლას, წარმატებით მოპოვება ვერ შევძელით, არ ვიცი რას დავაბრალო შექმნილი გარემოება, ჩვენ ხან იღბალმა გვიმტყუვნა, ხანაც მართლაც არ ვიყავით ღირსი ორ საუკეთესო გუნდში მოხვედრის.“ dle 10.1

  • Hala
  • 4 სექტემბერი 2013
  • 1618
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)