ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი

გთავაზობთ ზაფხულის ყველაზე ცხელ ტრანსფერებს.


სათქმელი საკმაოდ ბევრია, რადგან წინა წლებთან შედარებით გუნდებმა სუპერ აქტიურობა გამოიჩინეს. წინა სამ სეზონთან შედარებით, მადრიდის ''რეალი'' ყველასგან გამოირჩა. ყველაზე მეტი დახარჯა და ყველაზე მეტი გამოიმუშავა ფეხბურთელების გაყიდვით.

1
არავის გაუკვირდება, ის ფაქტი, რომ ამ ზაფხულის ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი გარეტ ბეილია. მისი საგა რამდენიმე თვე გაგრძელდა, საბოლოოდ კი მასში სარეკორდო თანხა გადაიხადეს. ზუსტად დღესაც არ დასტურდება თუ რამდენი, მაგრამ ცნობილია, რომ 90-100 მილიონ ევრომდე.

ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


2
ჩვენი სიის მეორე ადგილს ნეიმარი იკავებს. მსგავსად ბეილისა, მისი ტრანსფერიც ძალიან გაიწელა დროში. საბოლოოდ კატალონიელებმა საწადელს მიაღწიეს და უნიჭიერესი ბრაზილიელი 57 მილიონ ევროდ გაიფორმეს.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


3
მესამე ადგილს იკავებს ედისონ კავანი. ყველასგან მოულოდნელად უნიჭიერესმა ურუგვაელმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და კარიერა ''პსჟ''-ში გააგრძელა, როცა მას ევროპული ფეხბურთის გრანდები ეპატიჟებოდნენ.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


4
მეოთხე ადგილს იკავებს მესუთ ოზილი. ''რეალის'' გულშემატკივარს ჯერაც ვერ მოუნელებია მისი წასვლა. ეს ყველასგან მოულოდნელად მოხდა. ამ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღის ყველაზე გახმაურებული ნიუსი. ოზილი ''არსენალის'' ფეხბურთელია.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


5
რადამელ ფალკაო. მადრიდის ''რეალიც'' ცდილობდა მის შეძენას, თუმცა კოლუმბიელმა ფორვარდმა საბოლოოდ ბინა მონაკოში დაიდო.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


6
ისკო მადრიდის ''რეალისთვის'' მართლაც, რომ ოქროს შენაძენი გამოდგა. უნიჭიერესი ესპანელი საოცრად შეეწყო გუნდს და შეიძლება ითქვას, რომ ნახევარდაცვის ლიდერიც გახდა. პირადად ჩემი აზრით, ისკო ამ წლის საუკეთესო ტრანსფერია.

ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


7
გონსალო იგუაინის სახით, ''ნაპოლი'' ძალიან გაძლიერდა. პიპიტა უკვე იქცა ნეაპოლელთა ლიდერად, ეჭვი არავის ეპარება, რომ იგი დიდ წარმატებებს მიაღწევს იტალიაში.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


8
პირადად პეპ გვარდიოლას მოთხოვნით, ''ბაიერნმა'' მარიო გიოტცე 37 მილიონ ევროდ გაიფორმა.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი




9
კარლოს ტევესი ''იუვემ'' 10 მილიონ ევროდ გაიფორმა და დელ პიეროს ათნომრიანი მაისურიც უბოძა.
ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი


10
ცოტა არ იყოს დიდი თანხა გადაიხადა ლონდონის ''ტოტენჰემმა'' ''რეალის'' მხრიდან მრავალჯერ დაწუნებულ სოლდადოში. ეპსანელი ინგლისელებმა 30 მილიონ ევროდ შეიძინეს.

ცხელი ზაფხულის 10 ყველაზე გახმაურებული ტრანსფერი
dle 10.1

  • Stifler
  • 4 სექტემბერი 2013
  • 4824
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)