ალფრედო რელანო: "კვლავ შედგა ფლორენტინოს კორონიზაცია"

ალფრედო რელანოს აზრი ფლორენტინო პერესსა და სატრანსფერო ფანჯარაზე


ფლორენტინო პერესი კვლავ გახდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ნამდვილი მეფე. ის ამ მოედანზე დაუმარცხებელია. მას შემდეგ, რაც "ბარსელონასთან" დამარცხდა ნეიმარისთვის ბრძოლაში, მე თვალები დაჭყეტილი მქონდა გუშინ, თუ როგორ ელეგანტურად და თბილად მიიღო მან გარეთ ბეილი, პრემიერ ლიგის წინა სეზონის საუკეთესო მოთამაშე და Adidas და NBC-ის სარეკლამო კამპანიების ნამდვილი ვარსკვლავი. 30 000 მადრიდელი გულშემატკივარი მივიდა პრეზენტაციაზე, პრეზიდენტმა კი თავისი მისალმება ისიდრო სანჩეს ფლორესის გახსენებით დაიწყო, 60-იან წლებში მადრიდელი ფეხბურთელის და "მადრიდის ატლეტიკოს" ყოფილი მწვრთნელის კიკე სანჩეს ფლორესის მამის გახსენებით. ამის შემდეგ, ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, თუ არ ჩავთვლით ტრიბუნებზე შეკრებილი გულშემატკივრების მოწოდებით არ გაეყიდათ იოზილი.

ფლორენტინო ამ არენაზე დაუმარცხებელია. ზაფხული ყოველთვის მას ეკუთვბის. გაზაფხული, არც ისე. წინა გაზაგხული "ბაიერნს" (ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული), "ბარსელონას" (ლა ლიგის გამარჯვებული) და "ატლეტიკო მადრიდს" (კოპა დელ რეის გამარჯვებული) ეკითვნოდათ. ამ უკანასკნელმა კი ფინალში სწორედ "მადრიდის რეალი" დაამარცხა. ბევრჯერ მითქვამს, რომ მას შემდეგ, რაც ფლორენტინო პერესმა გაუშვა დელ ბოსკე, შვიდი წლის პრეზიდენტობის მანძილზე მხოლოდ ერთი ლიგა მოიგო და ეს იყო ის ბარგი, რომელიც მოურინიოს აკიდეს. რა თქმა უნდა, მას შემდეგ ჯერ კიდევ არ მოუგია მას ჩემპიონთა ლიგა. მიუხედავად ამისა, ყოველ ზაფხულს, ფლორენტინო თავის თავს ახარებს დიდი თანხების გადახდით მსოფლიო დონის ფეხბურთელებში. მათ გასაოცარ დახვედრას უწყობენ, ხოლო გულშემატკივრებს კი აიმედებენ, რომ მომდევნო წელს "მადრიდის რეალი" მიაღწევს ტრიუმფს.

სწორედ ეს ახასიათებს ფლორენტინო პერესს: დიდი ოპერაციები, რომლებიც მსოფლიოს ჟურნალ-გაზეთებისა და გადაცემების პირველ ეკრანებზეა გამოსული. მაგრამ ეს ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ მე-20 საუკუნის საუკეთესო კლუბი მხოლოდ მცირე ტიტულებით თუ მოიწონებს თავს. კლუბი, რომელიც წლიდან წლამდე უფრო და უფრო ძლიერდება,მაგრამ არის რაღაც, რაც კლუბს წარმატებაში უშლის ხელს. dle 10.1

  • shvela
  • 3 სექტემბერი 2013
  • 3163
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)