სალგადო: "მესუთის გაშვება შეცდომაა"

მიჩელ სალგადოს განცხადებით გერმანელი მესუთ იოზილი გუნდიდან არ უნდა წასულიყო, რადგან მისი გამოცდილებას მქონე მოთამაშეები „რეალს“ არც ისე ბევრი ჰყავს...


„ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო და მე მხოლოდ კომენტარის გაკეთება შემიძლია. ვთვლი, რომ გერმანელი არ უნდა წასულიყო, რადგან იგი სამეფო კლუბისთვის დიდ ძალას წარმოადგენდა, 3 სეზონის მანძილზე მესუთი ფაქტიურად შეუცვლელი გახლდათ და წლიდან წლამდე უდიდეს პროგრესს აჩვენებდა, რასაც როგორც მე , ასევე მთელი მსოფლიო ხედავდა.“

„მერენგებს ნახევარდაცვის ხაზში ბევრი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ამით არ შეიძლება იმის გამართლება, რომ მესუთი ამ ეტაპზე არსენ ვენგერის გუნდის ღირსებას იცავს, ის ზედმეტი ნამდვილად არ იყო, მისი გამოცდილება სამეფო კლუბს ამ სეზონში დიდ სამსახურს გაუწევდა, რადგან მთელი წელი ძალიან გრძელია და უამრავი მატჩი გახლავთ გასამართი.“

„კარლო ანჩელოტი საკმაოდ ჭკვიანი მწვრთნელია, დარწმუნებული ვარ იგი ყველანაირად ეცდება იოზილის დანაკლისის სხვა ფეხბურთელებით აღმოფხვრას და წარმატებით მიღწევას, თუმცა ვთვლი, რომ მესუთს რეალში კიდევ ბევრის გაკეთება შეეძლო.“

„საერთო ჯამში სამეფო კლუბმა საკმაოდ ნაყოფიერი სატრანსფერო პოლიტიკა გაატარა, რომელიც მომდევნო წლებში წარმატებით მომტანი უნდა იყოს.“ dle 10.1

  • Hala
  • 3 სექტემბერი 2013
  • 2147
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (25)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)