"ბეილი ნამდვილად ღირს თითოეული ცენტი, რომელიც მასში გადაიხადეს"

მოუ, ტოშაკი, ზიდანი , რონალდუ და რამოსი ბეილზე.


მოურინიო: "ბეილი გასაოცარია. მას აქვს ის კვალიფიკაცია, რომელიც გეხმარება თამაშის მოგებაში, როცა გუნდი ამას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს ფეხბურთელი ასე ძვირი ღირს. ბეილი იგებს მატჩებს, მას გასაოცარი დარტყმა აქვს და როცა უკვე ფიქრობ, რომ ფრეს მიაღწიე, ის გადის და იგებს მას შენთვის. მე ვფიქრობ, რომ ის ღირს თითოეული ის ცენტი, რომელსაც მასში გადაიხდიან."

ტოშაკი: "თვით ბრმა ადამიანსაც შეუძლია დაინახოს, რომ მას რაღაც განსაკუთრებული აქვს. ის ძლიერია, მონდომებულია და ნამდვილი პროფესიონალია. ტრავმები, რომელიც მან გადაიტანა, მხოლოდ აძლიერებს მას. არასდროს არ გვინახია 17 წლის ასეთი ფეხბურთელი. ბეილი კრიშტიანოსა და მესისთან ახლოს დგას. გარეთი უკეთესია , ვიდრე ნეიმარი. თუ ვინმე ნამდვილად ღირს 100 მლნ. ევრო, ეს ბეილია."

ზიდანი: "მე თვალს ვადევნებდი "ტოტენჰემის" თამაშებს წინა სეზონში და მესისა და რონალდუს შემდეგ ყველაზე მეტად სწორედ ბეილმა გამაოცა. მე მართლაც გაოცებული ვარ მისით. ის არამარტო თამაშობს კარგად ერთ ან ორ თამაშს. ის საერთო ჯამში კარგია და მუდამ გააქვს მნიშვნელოვანი გოლები."

სერხიო რამოსი: "გარეთს აქვს "მადრიდის რეალისთვის" საჭირო თვისებები. მას იდეალური სეზონი ქონდა. მას ნებისმიერი კლუბისთვის შეუძლია პრობლემების შექმნა და აქვს ის ნიჭი, რისთვისაც "მადრიდის რეალს" სურს მისი შეძენა. ის ჩვენთვის საჭირო ფეხბურთელია."

კრიშტიანო რონალდუ: "ბეილთან დაკავშირებით მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ მისი გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ" dle 10.1

  • shvela
  • 3 სექტემბერი 2013
  • 3712
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)