პელეგრინი და "რეალის" დიადი ისტორია

უკვე ყველა ალაპარაკდა იმ ფაქტზე, რომ მანუელ პელეგრინი ახლო მომავალში დატოვებს სამეფო კლუბს... ამის მიზეზი ნამდვილად გააჩნია გულშემატკივარსაც და გუნდის ხელმძღვანელობასაც, ის რომ "რეალი" ვერ აჩვენებს სათანადო ფეხბურთს, ეს ყველასთვის კარგად ნაცნობია, მაგრამ თუ შედეგიანობით ვიმსჯელებთ, საქმე სულ სხვანაირად წარმოგვიდგება...


მადრიდული გრანდის 107 წლიანი ისტორიის განმავლობაში, მანუს შედეგი საკმაოდ ნორმალურია_10 შეხვედრაში რვა გამარჯვება. გუნდს 25 ქულა აქვს მოპოვებული, ეს მართლაც არაა ცუდი რეზულტატი ახლად შექმნილი გუნდისათვის, მაგრამ საქმე ამაშიც არაა... მთავარი და ყველაზე საწყენი "ალკორკონთან" განცდილი ფიასკო იყო, ამას არავინ ელოდა, ბევრის აზრით (გაყიდული) თამაში იყო, მაგრამ ეს ვერანაირად ვერ ამართლებს შერცხვენილ მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს და მის თავკაცებს, პირიქით ეს უფრო უმრუდებს დამაჯერებლობას .

ასეთი შედეგი ქულების მხრივ, მხოლოდ ბერნდ შუსტერს ჰქონდა 2007|08 წლების სეზონში, მაგრამ მაშინ გუნდი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა და ტიტულებსაც ასე თუ ისე იგებდა, ჩილელ სპეციალისტთან კი ყველაფერი სხვაგვარადაა... ყველამ კარგად იცის, რომ მადრიდის "რეალმა" 2002 წლის შემდეგ დაიწყო დაღმა სვლა, მის მერე ჩემპიონთა ლიგაზე წარმატება არ ჰქონია, რაც ყველაზე მეტად სწყინთ "სანჩისების" გულშემატკივარს.

პელეგრინის შედეგი "რეალის" ისტორიაში

სამეფო კლუბს თავის დიად 107 წლიან ისტორიაში, სულ 2458 მატჩი აქვს ჩატარებული... ამ უამრავი შეხვედრებიდან 57% დადებითი შედეგით აქვს დასრულებული ანუ გამარჯვება აქვს მოპოვებული, 21,5% ყაიმი და დანარჩენი კი უაროფითი შედეგი. ასეთი რეზულტატი მსოფლიოს არც ერთ კლუბს არა აქვს, მაგრამ ამ ბოლო წლებში მართლაც დაღი ესმევა მადრიდული გრანდის ისტორიას, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ამ საკითხზე კი მანუ ასეთ პასუხს აძლევს ჟურნალისტებს:"ყველაფერს დრო სჭირდება, ჩემდამი მომართული კრიტიკა ნორმალურია, ასეთ რეზულტატთან შედარებით, მაგრამ მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და შეიძლება შეცდომებიც დავუშვა. ჯერ ვეჩვევი კლუბს და დარწმუნებული ვარ მალე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. ჯერ–ჯერობით რა მატჩებიც ჩავატარეთ, 70%–იანი შედეგი გვაქვს, მაგრამ ეს სამეფო კლუბისთვის არ არის საკმარისი, "ბლანკოსისთვის" მხოლოდ 99%_იანი რეზულტატია მისაღები და ეს მე კარგად მესმის..."

თავდამსხმელების გოლაობა


მადრიდის "რეალის" წინა ხაზი მართლაც, რომ კარგად გამოიყურება ამ სეზონში, ისინი ერთ შეხვედრაში დაახლოებით 2,37 გოლს იტანენ, რაც ისტორიიდან გამომდინარე შესანიშნავი შედეგია. საერთო ჯამში "თეთრებს" 5081 გოლი აქვთ გატანილი ისტორიაში, რაც თითო მატჩში 2,06 გოლს უდრის. მანუს შეგირდებმა კი 16 ჩატარებულ შეხვედრაში 38 გოლი გაიტანეს.

ყველაფერს დრო გვიჩვენებს, ჯერ–ჯერობით გუნდის უდავო ლიდერები გამოკვეთილია, კაკა და ლასანა დიარა, სწორედ ეს ორი ფეხბურთელი ალაგებს "ბლანკოსის" თამაშს და მათი უდიდესი დამსახურებაა ამდენი გატანილი გოლი მეტოქეთა კარში. არაფრის თქმა არ შეიძლება კრიშტიანო რონალდოზე, იგი მართლაც გენიაა... აი რაც შეეხება პელეგრინის, მისი საქმე როგორც უკვე ავღნიშნეთ ცუდად მიდის და იმედია ყველაფერი გამოსწორდება...


ავტორი: Kevlisha dle 10.1

  • kevlisha
  • 14 ნოემბერი 2009
  • 2483
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)