ბეილი: "რონალდუ ჩემთვის საუკეთესო ფეხბურთელია"

გარეთ ბეილმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.


შიში გადმოსვლისას: "არა, არანაირი შიში არ მაქ. ეს ოცნებების ასრულებაა. "მადრიდის რეალმა" ჩემს აქ მოსვლისთვის ბევრი რამე გაიღო."

ზეწოლა: "არანაირი გარეშე ზეწოლა ჩემზე არ მოქმედებს, მე არ მჭირდება ზეწოლა, ისედაც ვიცი მე თვითონ სად მოვედი და როგორ უნდა ვითამაშო."

მადრიდისტა ბავშვობიდან: "მე მუდამ თვალს ვადევნებდი ლა ლიგას და მიყვარდა "მადრიდის რეალი". როცა ცხრა წლის ვიყავი, მაშინ პირველად გადავიღე ფოტო "მადრიდის რეალის" მაისურში და ეხლა ეს ოცნება ამიხდა. მოუთმენლად ველი, როდის გავალ მოედანზე თეთრ მაისურში."

"ტოტენჰემი": "მე მესმის კლუბის პოზიცია. ეხლა ახალ ფურცელს და ახალ მომავალს ვიწყებ ჩემს ცხოვრებაში. განვლილი პერიოდისთვის კი უდიდესი მადლობა გულშემატკივრებს"

დანიელ ლევი: "მე მესმის მისი, საკმაოდ რთული სიტუაცია იყო, ის თავისი მოგების ნახვას ცდილობდა, მაგრამ მე მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ საბოლოოდ მაინც მოვხვდი აქ და "რეალში" თამაშის საშუალება მომეცა."

ანჩელოტი: "ველაპარაკე მას, 100 %-ს გავიღებ ტიტულების მოსაგებად და მაქსიმალურს გავაკეთებ , რაც შემიძლია."

ამჟამინდელი ფორმა: "ვვარჯიშობდი და თამაშისთვის მზად ვარ. ვნახოთ , როდის მომიწევს მოედანზე გასვლა. გარკვეულ დისკომფორტს ვგრძნობდი და როცა გავიგე, რომ "მადრიდის რეალს" სურდა ჩემი შეძენა, მინდოდა მაქსიმალურად სწრაფად გადმოვსულიყავი აქ. მალე ვიქნები ტოპ ფორმაში."

კრიშტიანო: "ის ჩემთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ის ერთგვარი ფაქტორია იმისა, თუ რატომ გადმოვედი აქ. ჩემთვის უდიდესი პატივია მის გვერდით თამაში. დიდებული კლუბი გვყავს და იმედი მაქვს ბევრ ტიტულს მოვიგებთ. კრიშტიანოს ბევრისგან განსხვავებით დახმარება არ ჭირდება."

ფლორენტინო: "ის მე მენდობა, მან უფრო თავდაჯერებული გამხადა და თბილად მიმიღო."

100 მლნ.: "ეს მე არ მეხება, სატრანსფერო თანხა კლუბების საქმეა. მე აქ ერთი პენის (ფულის ერთეული) სანაცვლოდაც მოვიდოდი, ტიტულების მოგება მინდა, მინდა ჩემპიონთა ლიგაზე გავიმარჯვო და უკეთესი ფეხბურთელი გავხდე."

ბერნაბეუ: "ძალიან ვნერვიულობდი, როცა მოედანზე გავდიოდი, არ ვიცი ეს შეამჩნიეთ თუ არა. ხალხმა თბილად მიმიღო."

ხემტო: "ის ლეგენდაა, მას ექვსი ევროპის თასი აქვს და ამის გამო ჩემზე უდიდესი ზეწოლა იქმენა, რახან მისი მაისური მაცვია. იმედი მაქვს მორიგი ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოგებას შევძლებ."

დებიუტი: "კარგ ფორმაში ვარ. მე თვითონ ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი. მაკლია სათამაშო დრო, იმედი მაქვს კლუბს დავეხმარები და ნელ-ნელა უფრო მოვუმატებ, ამავდროულად იმედი მაქვს "ვილიარეალის" წინააღმდეგ თამაშს შევძლებ. მოუთმენლად ველი დებიუტს."

პოზიცია: "სადაც მწვრთნელი მეტყვის. წინა წელს ორ პოზიციაზე ვთამაშობდი. ანჩელოტი რასაც იტყვის იმ პოზიციაზე ვითამაშებ."

ჩემპიონთა ლიგა: "მადრიდის რეალს" ყველაფრის მოგება სურს, ეს უდიდესი კლუბია მსოფლიოში და ამიტომაც ყველა ტიტული გვუსრს, არამარტო ჩემპიონთა ლიგა. ამიტომაც მოვედი აქ."

მოდრიჩი: ჩვენ მეგობრები ვარ და დრო და დრო ვსაუბრობდით. ის მე აქ გადმოსვლას მირჩევდა. ყველამ იცის, რომ ეს უდიდესი კლუბია. ეხლა უკვე ესაპნურის სწავლას ვიწყებ. უმნიშვნელოვანესია ესპანური ენის და კულტურის შესწავლა. dle 10.1

  • shvela
  • 2 სექტემბერი 2013
  • 3974
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (175)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)