უტდ-ს ბოლო შეთავაზება პერესს

როგორც ჩანს დევიდ მოიესი დანებებას არ აპირებს. სატრანსფერო ფანჯრის დახურავმდე საათებია დარჩენილი, მაგრამ ტრადიციულად ბოლო დღე ყველაზე ცხელი გამოდგება ხოლმე...


ინგლისელებს ძალიან სურთ ანხელ დი მარიას შეძენა, ისინი თვლიან, რომ არგენტინელის პოზიციები სამეფო კლუბში მეტისმეტად შესუსტდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ანხელი მაშინაც ვერ ახერხებდა ძირითადში მუდმივად მოხვედრას, როდესაც გარეთ ბეილი „ბლანკოსის“ საკუთრება არ იყო, ახლა კი თვალნათლივია, რომ მისი პოზიციები კიდევ უფრო მეტად შესუსტდა და იგი სათადარიგოთა სკამზე ჯდომისთვის არის განწირული, ამას ემატება მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი, სადაც ასპარეზობა ანხელის ოცნება გახლავთ, ბრაზილიაში გასამგზავრებლად კი მას აუცილებლად ესაჭიროება მინდორზე რაც შეიძლება მეტი დროის დაყოფა.

იუნაიტედის ხელმძღვანელობა მზად არის დი მარიას სანაცვლოდ 32 მილიონი ევრო გადაიხადოს და ფეხბურთელს 5 წლიანი კონტრაქტი შესთავაზოს, გასამრჯელოს დეტალები ცნობილი რა თქმა უნდა არ არის, რადგან ფეხბურთელთან საუბარი არ შემდგარა იქიდან გამომდინარე, რომ რეალს მის გაყიდვაზე თანხმობა არ განუცხადებია.

კარლო ანჩელოტიმ ატლეტიკთან მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ანხელი ძალიან პროდუქტიული მოთამაშეა და ის გუნდს დიდ დახმარებას უწევს, თუმცა ინგლისელებს მაინც აქვთ იმედი, რომ არგენტინელი პრემიერ ლიგაში გადაბარგდება და სწორედ იქ მოსინჯავს ძალებს. dle 10.1

  • Hala
  • 2 სექტემბერი 2013
  • 1689
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)