რაიან გიგსი: "ბეილი დიდებული შენაძენია"

ლეგენდარული უელსელი ფეხბურთელის, რაიან გიგსის განცხადებით სამეფო კლუბმა გენიალური შენაძენი გააკეთა გარეთ ბეილის სახით...


„ვთვლი, რომ ჩემი თანამემამულე „ბლანკოსში“ ფეხს იოლად მოიკიდებს და მაშინვე შეეწყობა მადრიდულ გარემოს, არამგონია მას ადაპტირება გაუჭირდეს, რადგან მეტისმეტად ნიჭიერია, ტოტენჰემში თამაშის დროს მან გრანდებთან დაპირისპირების უდიდესი გამოცდილება დააგროვა, რადგან ხშირად უწევდა ასპარეზობა ლივერპულის, არსენალის, ჩელსის, იუნაიტედის წინააღმდეგ, ასევე უნდა აღვნიშნოთ ევრო სარბიელი, სადაც ჰოტსპური ხშირად ხვდებოდა, აქედან გამომდინარე მასე გამოცდილება ნამდვილად აქვს შეძენილი.“

„ძალიან მსურდა, რომ გარეთს მანჩესტერ იუნაიტედის ფორმა მოერგო, მაგრამ მან ესპანეთში გადასვლა არჩია, რადგან მისივე თქმით ბავშვობის ოცნება სწორედ „ბლანკოსში“ ასპარეზობა გახლდათ.“

„ესპანეთში ბეილი დიდ გამოცდილება მიიღებს, რაც თავისთავად დაეხმარება როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე, დარწმუნებული ვარ ის როგორც უელსის ეროვნულ გუნდში ასევე მადრიდის რეალში დიდ წარმატებას მიაღწევს.“

„გარეთმა კარიერული თვალსაზრისით დიდი ნაბიჯი გადადგა, მომდევნო 2-3 წელიწადი მისთვის გარდამტეხი უნდა გამოდგეს, წარმატებებს ვუსურვებ ჩემ თანამემამულეს.“ dle 10.1

  • Hala
  • 2 სექტემბერი 2013
  • 1481
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)