წყვილთა დაპირისპირება

მადრიდის რეალმა დაასრულა ბეილის ტრანსფერი და ახლა ის მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია. მისი შესაძლებლობების გაზომვა მადრიდის რეალს ელ კლასიკოში ექნება, რომელიც გაიმართება 27 ოქტომბერს, ლა ლიგას მეათე ტურში.


ამ დაპირისპირებას გასულ წელს კიდევ ერთი ინტრიგა ახლდა, მესისა და რონალდოს დაპირისპირება. ახლა მას კიდევ ახალი ელფერი შეეძინა, ნეიმარისა და ბეილის დაპირისპირება.

ელ კლასიკოს წყვილთა ბრძოლაც შეგვიძლია დავარქვათ, რადგან ორივე გუნდში ირიცხება ორი უმაღლესი დონის ფეხბურთელი, რომელსაც მატჩის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შეუძლიათ და რაც ყველაზე მთავარია, ორივე მათგანი ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაგალითად ბეილი და რონალდო იდენტური სტილის მოთამაშეები არიან. სისწრაფე, სიძლიერე, შორეული დარტყმები, თავით თამაში, ეს მათი კოზირია. ნეიმარი და მესი კი უფრო კარგ დრიბლინგს ფლობენ. მოკლე მანძილზე მათ თავისუფლად შეუძლიათ რამდენიმე მეტოქის თავისუფლად მოტყუება.

ნეიმარის დებიუტი ლა ლიგაში უკვე შედგა, მაგრამ ჯერ საკუთარი შესაძლებლობების ნახევარიც არ გამოუვლენია. ის ადაპტაციას გადის. ბეილი კი მადრიდის რეალს დღეს შეუერთდება და სავარაუდოდ მომავალ ტურში შედგება მისი დებიუტი, თუმცა მისი გუნდთან ინტეგრაციის პროცესი ჯერ არც დაწყებულა, ამიტომ პირველივე ტურში მისგან სასწაულს არავინ ელის. აი კლასიკოსთვის კი ორივე ფეხბურთელი გაჟღენთილი უნდა იყოს ბლანკოსისა და ბარსას ფილოსოფიით, შესაბამისად მათი დაპირისპირების ხილვა ერთი სიამოვნება იქნება. dle 10.1

  • SunSay
  • 2 სექტემბერი 2013
  • 2896
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)