როგორ შეეწყობიან ყველაზე ძვირადღირებულნი ფეხბურთელები?

უელსელი ფეხბურთელის მადრიდში მოსვლა, კარლო ანჩელოტისთვის მორიგი თავსატეხია, მაგრამ რა თქმა უნდა, სასიამოვნო.


იტალიელის მთავარია მიზანია, ფეხბურთელების მწვანე მინდორზე იმგვარი განაწილება, რომ ყველამ შეძლოს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა.არსებობს რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ უნდა გადანაწილდნენ კარლიტოს სქემაში, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულნი ფეხბურთელები (ჯერჯერობით გარეთის ფასზე ზუსტი ცნობა არარსებობს, თუმცა ამბობენ, რომ მასში რონალდუზე რამდენიმე მილიონით ნაკლები გადაიხადეს).

მოგეხსენებათ, ბეილი თავისი სისწრაფითა და ათლეტურობით, ბრწყინვალედ ასპარეზობს მარცხენა ფრთაზე, რომელიც უკვე კარგა ხანია რონალდუს საკუთრებაა.თუ მისი დატოვება გადაწყდა მარცხნივ, მაშინ კრიშტიანუ ცენტრში უნდა გადმოიწიოს, სადაც ნაკლებად კომფორტულად გრძნობს ხოლმე თავს და აქედან გამომდინარე, ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა.

„რეალის“ ახალწვეულის თავისუფლად შეუძლია თავდასხმელის უკან დადგომა, სადაც ახლა ისკო ირჯება.ალბათ, გახსოვთ, რომ გასული სეზონის მიწურულს, გარეთი სწორედ ამ პოზიციას იკავებდა „სპერსში“ და საკმაოდ წარმატებითაც, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ისკო ციდან ვარსკვლავებს გლეჯს, აღნიშნული ვარიანტიც საკმაოდ მოიკოჭლებს.

და ბოლოს რჩება მარჯვენა ვინგერობა.ამ ამპლუის მორგებაც არ იქნება ბეილისთვის რთული, რამეთუ ბურთის გასწორება და მარცხენა ფეხით ყუმბარისებულად გაშვება მეტოქის კარისკენს, სწორედაც რომ მისი საქმეა.ასეთ შემთხვევაში შემდეგ სურათს მივიღებთ, მარცხნივ რონალდუ და მარჯვნივ ბეილი.ალბათ, ამის გაგონებაზე, ნახევარ (თუ არა მთელ) მსოფლიოს შიში მოიცავს, რამეთუ მსგავსი სიძლიერის 2 ვინგერის ერთად თამაში, ჯერ არსად ყოფილა.

marca.com

თქვენ როგორ ფიქრობთ, მოედნის რომელ წერტილში უნდა ითამაშოს ბეილმა? dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (58)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)