ნანატრი ტრანსფერი - ბეილი მადრიდელია

როგორც იქნა, გარეთ ბეილის სატრანსფერო საგას წერტილი დაესვა.უელსელი ფეხბურთელი მომავალ 6 სეზონს ესპანეთის დედაქალაქში გაატარებს.


1989 წელს კარდიფში დაბადებული ფეხბურთელი, გასულ სეზონში საუკეთესოდ აღიარეს პრემიერ ლიგაში.„დეზების“ შემადგენლობაში, საოცარი ძალის, სისწრაფისა და ტექნიკის მფლობელმა ვინგერმა 44 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლი ჩაიწერა აქტივში.

გარეთის პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა, „საუთჰემპტონში“ დაიწყო, სადაც 16 წლის ასაკში, 45 დაპირისპირებაში შეძლო მონაწილეობის მიღება.ნიშანდობლივია, რომ უკვე 17 წლის ბეილს უელსის ეროვნულ ნაკრებში უხმეს.ამის წყალობით, ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ოდესმე უასპარეზია ქვეყნის მთავარი გუნდის რიგებში.

2007 წელს, უელსელმა „დეზებს“ მიაშურა.თავდაპირველად მარცხენა მცველის პოზიციაზე ირჯებოდა, თუმცა თავისი შესაძლებლობების წყალობით, შეტევითი სტილის ფეხბურთელად ჩამოყალიბდა.2009-10 წ.წ. სეზონში, გარეთმა დიდი წვლილი შეიტანა „სპერსისთვის“ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში.

ბეილის მონაწილეობით ყველაზე დასამახსოვრებელი შეხვედრა 2010-11 წ.წ. სეზონში შედგა, როდესაც „ტოტენჰემი“ „ინტერს“ დაუპირისპირა.ბრიტანელმა იტალიელებს მათსავე სტადიონზე ნამდვილი შოურ მოუწყო.

ჯერჯერობით, მის ტიტულებში მხოლოდ 1 ინგლისის ლიგის თასი იწონებს თავს.იმედია, „რეალთან“ ერთად არაერთი თასის მფლობელი გახდება. წარმატებები ვუსურვოთ გარეთს!

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)