რონიმ გატანა დაიწყო, ისკო გოლეადორია, მოდრიჩი საუკეთესო

ბასკებთან გამართულ დაპირისპირებაში, მადრიდელმა ფეხბურთელემა, როგორც გუნდურ, ასევე ინდივიდუალურ დონეზე, დიდებულად წარმოაჩინეს თავი.


უწინარეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ პირველ 2 ტურში მშრალად ყოფნის შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუმ გოლის გემო გაიხსენა.პორტუგალიელმა ტაიმის მიწურულს, დი მარიას ჩაწოდებულს წარმატებით დაუხვედრა თავი და საკუთარი ანგარიში გახსნა პრიმერას მიმდინარე სეზონში.ცნობისთვის, რონალდუს აქტივში "რეალის" მაისურით, 202 მატჩში 202 გოლია.

კვლავდაკვლავ ქების ღირსია ახალწვეული ისკო, რომელიც მწვანე მინდორზე ისეთ წარმოდგენებს მართავს, თითქოს უკვე რამდენიმე სეზონია მადრიდულ გრანდში ირიცხება.ყოფილმა მალაგელმა "ატლეტიკს" ორჯერ გაუტანა და კლუბის ბომბარდირთა დავას, 3 გოლით სათავეში ჩაუდგა.ნიშანდობლივია, რომ ორივე შემთხვევაში ისკოს ბენზემამ გაუწია ასისტენტობა.

და ბოლოს, ალბათ დამეთანხმებით, რომ შეხვედრის ყველაზე ღირებული მოთამაშე, ლუკა მოდრიჩი გახლდათ.ხორვატი ფეხბურთელი მსაჯის სასტარტო სასტვენიდან მოყოლებული უშეღავათოდ იბრძოდა მოედნის ნებისმიერ წერტილში.მას ბრწყინვალედ გამოდიოდა, როგორც შეტევაში წასვლა, ასევე იქედან დროული დაბრუნება.ლუკამ არაერთხელ მოახერხა მეტოქის იერიშების შეჩერება, რის გამოც "ბერნაბეუზე" შეკრებილი პუბლიკის აპლოდისმენტები და მისი გვარის სკანდირება დაიმსახურა. dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)