ბეილი - 1-ლი უელსელი და მე-13 ბრიტანელი „რეალში“

სამეფო კლუბის ისტორიაში, გარეთ ბეილი 1-ლი უელსელი და მე-13 ბრიტანელი მოთამაშე იქნება.


სხვადასხვა წლებში, მადრიდის ღირსებას ისეთი ბრიტანელები იცავდნენ, როგორებიც არიან: არტურ ჯონსონი, ლინდსი, ლინეი, სტამპერი, ჩარლ ვოლასი, ვიკესტრაფი, ვოტსონო, კუნინგამი, მაკმანამანი, ბექემი, ოუენი და ვუდგეითი.

ალბათ, თავდაპირველად ჩამოთვლილი მოთამაშეების გვარები არაფერს ამბობენ.ისინი მე-20 საუკუნის შუა ხანებში გამოდიოდნენ მადრიდში და სიმართლე გითხრათ, დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ ადგილობრივ პუბლიკაზე.მათგან ყველაზე გამორჩეული, ლორე კუნინგამია, რომელმაც 40 თამაში ჩაატარა და 13 გოლი მიითვალა.ამ უკანასკნელს „ნოუ კამპზეც“ აქვს გატანილი.

ვისაუბროთ მოთამაშეებზე, რომელთა თამაშიც მეტ-ნაკლებად კარგად გვახსოვს:

მარკმანამანი: სტივი 99-00 წ.წ. შეუერთდა „თეთრებს.“მისი პირველი გაბრწყინება, ჩემპიონთა ლიგის ფინალში შედგა, როდესაც „ვალენსიას“ განადგურებაში საკუთარი წვლილი შეიტანა.არანაკლებ დასამახსოვრებელი გახლდათ მისი გოლი ჩ.ლ. ნახევარ ფინალში „ბარსას“ წინააღმდეგ (01-02 წ.წ.).მან ესპანეთის დედაქალაქი 2003 წელს დატოვა და იქედან შემდეგი მონაგარით წავიდა: 2 ლა ლიგა, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 საერთაშორისო თასი, 1 ესპანეთის სუპერ თასის, 1 ევროპის სუპერ თასი.

ბექემი: დევიდის მადრიდულ კარიერას წარმატებულს ნამდვილად ვერ დავარქმევთ, თუმცა ის დღემდე რჩება მადრიდისტების საყვარელ მოთამაშედ.ბექსის „რეალთან“ ერთად მხოლოდ 1 ლა ლიგისა და 1 სუპერ თასის მოგება მოახერხა.მისი შეძენით მადრიდულმა გრანდმა დიდი ფინანსური სარგებელი ნახა.

ოუენი: მაიკლის გამადრიდელება, პირდაპირი თვალსაზრისით, პერესის ახირება გახლდათ.ხშირი ტრავმებისა და კიდევ რამდენიმე მიზეზის გამო, ოუენმა 41 მატჩში მოახერხა მონაწილეობის მიღება და აქედან მხოლოდ 13-ში გამოიჩინა თავი.დასამახსოვრებელია მისი გოლი „ბარსელონას,“ წინააღმდეგ, როდესაც „რეალმა“ 4-2 ძლიე უშუალო კონკურენტს.

ვუდგეითი: ალბათ, ჯონათანი ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელია „ბლანკოსის“ ისტორიაში.ხშირი დაზიანებები მას თამაშის საშუალებას არ აძლევდა.

როგორც ხედავთ, ბეილის წინამორბედები არცთუ დიდი მონაგარით გამოირჩევიან, თუმცა იმედია, გარეთი ყველლაფერს შეცვლის.

as.com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (23)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)