არსენალმა 75 მილიონი ევრო გამოყო

ლონდონის არსენალი მზად არის ორი საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერი გაჩარხოს...


არსენ ვენგერი დაინტერესებულია ანხელ დი მარიას შეძენით, რომლის სანაცვლოდაც არსენალი მზად არის 30 მილიონი ევრო გამოყოს, თავად ფეხბურთელს კი კონტრაქტის პირობებზე გაესაუბროს. ფრანგი სპეციალისტის აზრით დი მარია სამეფო კლუბში წინსვლას ვეღარ განაგრძობს და მისი არსენალში გადასვლა როგორც გუნდისთვის ასევე თავად ფეხბურთელისთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით კი არსენი მხოლოდ დი მარიას არ დასჯერდა და მას მესუთ ოზილის გადაბირებაც სურს, რისთვისაც „მეთოფეები“ 45 მილიონ ევროს გამოყოფენ. გერმანელი ნახევარმცველი სამეფო კლუბში არც ისე კარგ სიტუაციაშ იმყოფება, რადგან მას მარჯვენა ფლანგზე მოუხდა გამწესება, ვინაიდან ახალწვეულმა ისკო ალარკონმა შთამბეჭდავად ასპარეზობას ულამაზესი გოლებიც დაამატა.

ლონდონელები მზად არის დი მარიას და ოზილის სანაცვლოდ სამეფო კლუბის ბიუჯეტში 75 მილიონი ევრო ჩარიცხონ, თავის მხრივ პერესმა ორი მოთამაშის სანაცვლოდ შესაძლოა საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღოს, რაც თავისთავად დაეხმარება გარეთ ბეილის ტრანსფერის წარმატებით დასრულებაში. dle 10.1

  • Hala
  • 26 აგვისტო 2013
  • 3300
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)