"რეალს" შეუძლია ბეილში გადახდილი თანხა აანაზღაუროს

მადრიდის "რეალი" სავარაუდოდ ბეილის ტრანსფერში 100 მილიონ ევროს გადაიხდის. კლუბმა თუ დი მარია "არსენალში" გაყიდა, მაშინ ხელმძღვანელობა ბეილში გადახდილ მილიონებს აანაზღაურებს. "ნაპოლი" არის კლუბი, რომელშიც ამ ზაფხულს ყველაზე მეტი მადრიდელი გადავიდა: კალეხონი (10 მილიონი ევრო), ალბიოლი (12 მილიონი ევრო) და იგუაინი (40 მილიონი ევრო). ასე რომ, "ბლანკოსი" იტალიური კლუბისგან 62 მილიონი ევროთი გამდიდრდა.


ნეგრედოს ტრანსფერიდან "მანჩესტერ სიტიში", მადრიდულმა გრანდმა 4.4 მილიონი ევრო მიიღო. საერთო ჯამში მადრიდელებმა ტრანსფერებიდან 66.4 მილიონი ევრო მიღეს, მაგრამ ეს თანხა შეიძლება კიდევ გაიზარდოს.

"არსენალის" ხელმძრვანელობა აცხადებს, რომ ისინი მზად არიან დი მარიას სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადონ. თუ ეს ტრანსფერი შედგება, "რეალი" ტრანსფერებიდან 96.4 მილიონ ევროს მიიღებს, რომელიც პრაქტიკულად აანაზღაურებს გარეთ ბეილში გადახდილ 99 მილიონიან ინვესტიციას.

თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ მარდიდის "რეალმა" ასევე შეიძინა ისკო 30 მილიონ ევროდ და ილიარამენდი 39 მილიონ ევროდ, ასევე კლუბმა გამოისყიდა კარვახალი 6.5 მილიონ ევროდ. ახლა მადრიდელები გრანდიოზული ტრანსფერის განხორციელებას გეგმავენ გარეთ ბეილის სახით, რომელიც თითქმის უკვე გადავიდა მადრიდულ კლუბში. სავარაუდოდ, "თეთრები" დი მარიას გაყიდიან, ხოლო მისი ტრანსფერის შემდეგ კი მნიშვნელოვნად შეივსება "ბერნაბეუს" ხაზინა.

წყარო: Marca
dle 10.1

  • Ricky.
  • 26 აგვისტო 2013
  • 2450
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)