ანჩელოტის ხესემ ძალიან მოაწონა თავი

მოგეხსენებათ, მადრიდელი ხესე, რომელსაც მშვენიერი სისწრაფე და დარტყმა აქვს წასვლას გეგმავდა, მაგრამ მისი დარწმუნება მოხერხდა და სამეფო კლუბში ესპანელი თავს ბედნიერად გრძნობს...


იტალიელი სპეციალისტი ახალგაზრდებს უდიდეს იმედს უსახავს, მან რამდენიმე კასტილიელი გადაიყვანა მთავარ გუნდში, მათ შორის არის ხესე, რომელიც ორჭოფობდა, მას გუნდის დატოვება თუნდაც იჯარით სურდა, რათა თავისი შესაძლებლობები სხვა ქვეყანაში გამოევლინა და შემდეგ გაცილებით უფრო გამოცდილი დაბრუნებულიყო „ბლანკოსში“ სათამაშოდ, თუმცა მოვლენებში ზინედინი ჩაერთო, რომელიც ფორვარდს პირადად შეხვდა და დაარწმუნდა, რომ იგი სამეფო კლუბს სჭირდება.

ანჩელოტის ხესე ძალიან მოსწონდა ამერიკულ ტურნეზე და მას შანსიც მისცა, თავად ფეხბურთელმაც არ დააყოვნა და ეცადა საუკეთესო თვისებები გამოევლინა. სანტიაგო ბერნაბეუს თასზე კი წინახაზელმა 2 გოლის გატანა მოახერხა და სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივრების დიდი ოვაცია დაიმსახურა, რამაც მწვრთნელზეც თავისთავად დადებითად იმოქმედა.

ზიზუსთვის სიურპრიზი იყო ხესეს ამხელა პროგრესი იგი მართლაც ბოლომდე იხარჯებოდა ვარჯიშებზე როგორც ამერიკაში, ასევე ესპანეთში ვალდებებასის საწვრთნელ ბაზაზე.

ამ ეტაპზე ფორვარდი ფიქრობს, რომ სწორად მოიქცა, მან არ დატოვა მშობლიური კლუბი და არ გაიზიარა კარვახალის ბედი, რომელმაც ლევერკუზენს მიაშურა და სწორედ იქ მიღებული პრაქტიკის შემდეგ შეუერთდა მშობლიურ სამეფო კლუბს, რომელშიც იგი გაიზარდა. dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2013
  • 2069
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)