რეალი 35 მილიონიან წინადადებას არ დათანხმდა

ინგლისურ საინფორმაციო წყაროებზე დაყრდნობით მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობამ ფლორენტინო პერესს 35 მილიონი ევრო შესთავაზე მესუთ ოზილის სანაცვლოდ, რომლის პოზიციები ისკო ალარკონმა შეარყია...


Daily Star-ის ცნობით „წითლებმა“ „თეთრებს“ საკმაოდ საინტერესო შეთავაზება გაუკეთეს 35 მილიონი ევროს სახით, მაგრამ როგორც ჩანს ესპანელებს ეს თანხა ეცოტავათ და „ოფერტორები“ უარით გაისტუმრეს.

გავრცელებული ხმების თანახმად გერმანელი ნახევამრცველის სანაცვლოდ პერესი 45-50 მილიონი ევროს გამომუშავებას ფიქრობს, თანაც ეს თანხა ბიუჯეტს ძალიან დაეხმარება, რადგან ბეილის ტრანსფერის გაჩარხვის შემთხვევაში გუნდის ადგილობრივი ბიუჯეტი მინიმუმ 100 მილიონ ევროს იზარალებს, რაც პატარა თანხა ნამდვილად არ გახლავთ. მართალია, გარეთის ტრანსფერიდან 1.1-5 წლის შემდეგ ყველაფერი წესრიგში იქნება და მისი ღირებულება სრულიად იქნება „ამოღებული“, თუმცა წლიდან წლამდე გუნდს ბევრ რამეში ესაჭიროება თანხები, აქედან გამომდინარე მესუთის წასვლის შედეგად მიღებული 45 „ლიმონი“ გუნდს მართლაც ბევრ რამეში გაუწევს დახმარებას.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად ერთი კვირა არის დარჩენილი, სავარაუდოდ იქითა კვირა ძალიან საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან დევიდ მოიესის აზრით ოზილი იუნაიტედში ბრწყინვალედ იასპარეზებს და მისი სამსახური ინგლისურ გუნდს გამოადგება. dle 10.1

  • Hala
  • 24 აგვისტო 2013
  • 2254
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)