რაული: ”მადლობა გულშემატკივრებს”

მადრიდის რეალისა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ მატჩის შემდგომ კომენტარი გააკეთა.


”საოცარი საღამო იყო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებიც სტადიონზე მოვიდნენ და ჩემდამი პატივისცემა გამოხატეს. ხშირად ვუყურებდი ტაბლოს და მსურდა წუთები ნელა გასულიყო. ვფიქრობ ყველამ ისიამოვნა. ჩემთვის წარმოუდგენელია ამაზე უკეთესი გამოსამშვიდობებელი მატჩი, მე ხომ საშუალება მომეცა კიდევ ერთხელ მომერგო მადრიდის რეალის ფორმა.”

”მატჩის დროს ძალიან ბევრი სასიამოვნო დეტალი მოხდა, ერთი შეხედვით მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი. რონალდომ 7 ნომრიანი მაისური დამითმო, კასილასმა კი კაპიტნის სამკლაური გამიკეთა ხელზე. ყველამ მაჩვენა, რომ ჩემი დაბრუნება გაუხარდათ... მადლობა კლუბსა და სამწვრთნელო შტაბს, რომ თავი გუნდის ნაწილად მაგრძნობინა. ზუსტად იგივე გრძნობა მქონდა, რაც ატლეტიკოს წინააღმვდეგ სადებიუტო მატჩში ბერნაბეუზე. ყველაზე დიდი საოცრება და გაკვირვება ესპანეთის მეფის მოსვლამ გამოიწვია. ბედნიერი ვარ, რომ ის გამოსამშვიდობებელ მატჩს დაესწრო.”

”დიდი ხნის განმავლობაში ვიცავდი თეთრი მაისურის ღირსებას, მთელი გულით და მონდომებით. რა უნდა მოხდეს, რომ ჩემი დამოკიდებულება შეიცვალოს? მე ყოველთვის მეყვარება მადრიდის რეალი და მზად ვარ მისი ინტერესების გამო ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდე. ახალი პროექტი ძალიან მომწონს და იმედი მაქვს გულშემატკივრები ასეთივე შემართებით გააგრძელებენ ქომაგობას, ფეხბურთელები კი 100%-ით დაიხარჯებიან.”

”ფლორენტინომ მითხრა, რომ კლუბის კარები ჩემთვის ყოველთვის ღიაა და შემიძლია მაშინ დავბრუნდე, როდესაც ვიგრძნობ, რომ რეალისთვის რაიმე სარგებლის მოტანა შემეძლება.”

”იკერ კასილასი დიდებული ადამიანი, მეგობარი და ფეხბურთელია. ახლა ის ახალი გამოწვევების წინაშე დგას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თავისი შრომისმოყვარეობით ის კვლავ დაეხმარება მადრიდის რეალს დასახული მიზნებისა და ამოცანების მიღწევაში. რაც შეეხება კრიშტიანოს, ის რეალის აწმყო და მომავალია, დარწმუნებული ვარ კიდევ დიდხანს დარჩება მადრიდში. ბეილის შეძენა თუ ვერ მოახერხა რეალმა, მე გაცილებით იაფი ვღირვარ (იცინის).”

”ჩემს მაისურს მადრიდის რეალის აკადემიას ვუტოვებ, სწორედ მათში არის დამალული ის პოტენციალი, რომელიც სამეფო კლუბს მწვერვალზე დააბრუნებს. უპირველეს ყოვლისა მათ ზეწოლის დაძლევა უნდა ისწავლონ, რადგან მადრიდის რეალში შეცდომებს არავის პატიობენ. ხესესთვის პირველი წელი ძირითად შემადგენლობაში რთული იქნება, მაგრამ მას მომატების პოტენციალი აქვს. აგრეთვე აღფრთოვანებული ვარ მორატასა და ნაჩოს შესაძლებლობებით, დარწმუნებული ვარ სამივე მათგანი მიიღებს შანსს.” dle 10.1

  • SunSay
  • 23 აგვისტო 2013
  • 3263
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)