გრანერო: "პელეგრინი მომთხოვნი მწვრთნელია"

ესტებან გრანერო ერთ-ერთი ესპანური ტელევიზიის სტუმარი გახლდათ."ელ პირატი" პირდაპირ ეთერში პასუხობდა მაყურებლის მიერ დასმულ შეკითხვებს.


ერთ-ერთ პირველი კითხვა მას დაუსვეს სამეფო თასიდან გამოვარდნის შესახებ: "სამწუხაროა, რომ ეს მოხვდა, მაგრამ რა უნდა ვქნათ.ასეთია ფეხბურთია.ჩვენ უნდა გადავშალოთ ახალი ფურცელი და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა დარჩენილ ტიტულებზე.შეყოვნება არ ღირს, რამეთუ წინ უმნიშვნელოვანესი თამაშები გველის." გულშემატკივარმა მას ასევე კითხა, მომავალი "ელ კლასიკოს" მოგების შანსებზე: "ჩვენ ნამდვილად შეგვწევს ძალა "ბარსას" დამარცხებისა."

ფეხბურთელმა დასძინა, რომ "რეალი" ქომაგები ძალიან მომთოხვნი არიან: "ჩვენი პუბლიკა ძალიან მომთხოვნია, მაგრამ საჭიროა მოთმინება და იმედი.თუ ქომაგები ბოლომდე ამოგვიდგებიან მხარში, მერწმუნეთ, მათ აუცილებლად გავახარებთ.ჩვენ ცოტაც გვაკლია და კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ."

გრანერო: "პელეგრინი მომთხოვნი მწვრთნელია"


"პირატი" ტელეკომპანიაშიც ვერ გაექცა კითხვებს რონალდუს თაობზე: "კრიშტიანული "რეალისათვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.ვიმედოვნებ, ის მალე დაბრუნდება და კვლავ მაქსიმუმს გაიღებს გუნდის წარმატებისთვის." გრანეროს უკომენტაროდ არც ლასანა დაუტოვებია: "ლასი ერთ-ერთი საუკეთესო ნახევამრცველია, რომელიც მეგულება დღესდღეობით მსოფლიოში.ის ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და დიდ სამუშაოს ასრულებს." სტუდიაში შემოსული ზარებიდან გამოდმინარე, მაყურებელს აინტერესებდა თუ ვინ არის ახალგაზრდა კანეტანორის რჩეული მეგობარი გუნდში: "მე ყველაზე ახლოს რუუდ ვან ნისტერლოისთან ვარ.ის შესანიშნავი პიროვნებაა."

გულშემატკივრებისათვის აქტუალური თემა იყო გუტისა და პელეგრინის კონფლიქტი: "ყველაფერი რიგზეა.გუტის მძიმე ტრავმა აწუხებდა.ხოსემ მოიშუშა დაზიანება, მაგრამ სამწუხაროდ, კვლავ ვერ აღიდგინა სასურველი კონდიციები.მწვრთნელმაც აღნიშნა, რომ მას მაშინ გამოიძახებს, როდესაც ჩვეულ ფორმას დაუბრუნდება.უარვყოფ პრესაში გავრცელებულ სიახლეებს, რომელთა თემა არმომხდარი კონლფიქტია."

გრანერო: "პელეგრინი მომთხოვნი მწვრთნელია"


საუბრის მიწურულს ესტებანმა პელეგრინიზეც ისაუბრა: "მისტერი ძალიან მომთხოვნი პიროვნებაა.მისი მეთაურობით მე ვპროგრესირებ.რამდენჯერმე მქონდა მასთან პირისპირ საუბარი და მან ბოლომდე დამარწმუნა, რომ მე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვარ გუნდში."

გრანერომ დასძინა, რომ მისი დიდი სურვილია ნაკრების მაისურის მორგება, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ამაში შეუძლებელს ვერაფერს ხედავს.

ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com

dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)