რელანო: ”ისკო რეალის აღზრდილი მეგონა”

ას-ის რედაქტორმა რელანომ რეალის გუშინდელი შეხვედრა თავის ბლოგზე გააანალიზა.


მადრიდის რეალში მოურინიომ დიდი სამუშაო ჩაატარა და მისი გავლენისგან თავის დაღწევა ანჩელოტის გაუჭირდება. მისდა საბედნიეროდ რეალმა შეიძინა ახალგაზრდა ესპანელი ფეხბურთელები და დააწინაურა კანტერანოები, ეს ყველაფერი კი სამეფო კლუბს ახალ ენთუზიაზმს შემატებს. მართალია ბლანკოსს ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად არ შეუცვლია, მაგრამ ისკომ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ის ისე გამოიყურებოდა, თითქოს ამ კლუბის აკადემიის ყველა ეტაპი გავლილი ჰქონდეს და სწორედ ამ პროცესების შემდეგ მოხვედრილიყო ძირითად შემადგენლობაში. გუშინდელ შეხვედრაში კი ისკომ გადამწყვეტი როლი ითამაშა თეთრების წარმატებაში. ბრწყინვალე საგოლე გადაცემა და გამარჯვების მომტანი გოლი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბარსელონასგან განსხვავებით რეალი მძიმედ გამოიყურებოდა. ქების ღირსია ბეტისიც, რომელმაც აქტიურად დაიწყო თამაში. გამარჯვება კი ძლიერს დარჩა.

კასილასს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა დიეგო ლოპესის სახით და ძირითადი მეკარე ვინ იქნება ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს. მივუბრუნდები ისევ ბეტისს, რომელმაც სწრაფი და ორგანიზებული შეტევების ხარჯზე ქაოსი შექმნა მადრიდის რეალის დაცვაში.

წინასასეზონო ეტაპზე რეალი უფრო კარგად გამოიყურებოდა ვიდრე გუშინ, მაგრამ მეორე ტაიმში ბლანკოსმა თავისი შეტევის მრავალფეროვანი არსენალი გაააქტიურა და გამარჯვებაც მოიპოვა. ამ შეხვედრაში მთავარი 3 ქულის მოპოვება იყო, თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას კი სამეფო კლუბი მომავლისთვის გვპირდება. dle 10.1

  • SunSay
  • 19 აგვისტო 2013
  • 3137
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (338)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)