ანჩელოტის პრესკონფერენცია

''რეალში'' გამარჯვება არ კმარა, აქ უნდა აჩვენო სანახაობაც'' ანჩელოტი


''ვაპირებ ჩემი დებიუტი სანტიაგო ბერნაბეუზე მოგებით დავიწყო. ეს ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტი იქნება. ''
კარლო ანჩელოტიმ დღეს პრესკონფერენცია გამართა ''რეალის საფეხბურთო ქალაქში''. მოგეხსენებათ, ხვალ გამართავს მისი ხელმძღვანელობით გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას, '' ბეტისის'' წინააღმდეგ. იტალიელმა გაანალიზა შეხვედრა, მან ასევე ისაუბრა პირველ შთაბეჭდილებებზე, რომლებსაც იგი სათადარიგოთა საკმზე მიიღებს. ''მადრიდის ''რეალში '' საკმარისი არ არის გამარჯვება, შენ უნდა აჩვენო სანახაობა, რომელიც მოხიბლავს გულშემატკივარს. გუნდი კარგად გაისარჯა და საკმაოდ მაღალი სათამაშო დონეც აჩვენა წინასასეზონო სამზადისზე , იმედი მაქვს ანალოგიურად ვითამაშებთ ''ბეტისთანაც'' და ასევე მთლიან სეზონში. ბერნაბეუზე ჩემი დებიუტი განსაკუთრებული მომენტი იქნება ჩემს ცხოვრებაში, ეს სტადიონი სარკეა სრულიად გუნდისა. თუ ფეხბურთელები კარგად თამაშობენ ეს სტადიონზეც აისახება და გულშემატკივარი დიდი ზემის მხილველი ხდება. ეს ატმოსფერო ენით აღუწერელია, ეს უნდა შეიგრძნო.''

''ჩვენი პრინციპია შემტევი ფეხბურთის თამაში. წინა კლუბებშიც მე ანალოგიური იდეით ვხელმძღვანელობდი. მინდა ,რომ ფეხბურთელებმა თავი კომფორტულად იგრძნონ , ამიტომაც საჭიროა ისეთი სისტემის ქონა, რომლის მიხედვითაც მათ მეტი თავისუფლება მიეცემათ მოედანზე. ჩვენი მიზანი არ არის კონტრშეტევა, ჩვენი მიზანია ფეხბურთის თამაში, ბურთის ფლობა და დომინირება მოედანზე. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები არანორმალური შესაძლებლობებით''

''ალონსო ჯერ კიდევ არ არის სრულად მზად სათამაშოდ. პეპემ მცირე მიკროტრამვა მიიღო სანაკრებო შეკრებაზე. ვარანი განაგრძობს ინდივიდუალურ ვარჯიშებს, მას მუხლზე პრობლემები აქვს და ყველაფერმა თუ კარგად ჩაიარა, ექვს დღეში იგი ბურთთან დაიწყებს ვარჯიშს. ჯერ არ გადამიწყვეტია ვინ ითამაშებს დაცვის მარჯვენა ფლანგზე. კარვახალს და არბელოას შორის არჩევანის გაკეთება მომიწევს.''

''მე ძალიან კმაყოფილი ვარ შემადგენლობით და ვთვლი , რომ გამოცდილება და ტალანტი გუნდში დაბალანსებულია. ენთუზიაზმი დიდია, ატმოსფერო კი შესანიშნავი. მართალია, ოფიციალური შეხვედრა ჯერ არ ჩაგვიტარებია, თუმცა ვთვლი, რომ ფეხბურთელები მზად არიან. მნიშვნელოვანია გუნდი იყოს ერთიანი. თქვენ გაინტერესებთ, რატომ არის 11 ნომერი თავისუფალი, მე კი მარტივი პასუხი მაქვს. ეს მაისური არავის მოუთხოვია, ამიტომაც არის ვაკანტური.

''ვინ ითმაშებს გოლკიპერად ამას ხვალ გადავწყვეტ, მე ვერ გეტყვით ძირითად თერთმეტეულს,რადგან ჯერ არ გადამიწყვეტია. თუმცა გპირდებით, რომ მოედანზე მებრძოლი გუნდი გამოვა. დიეგო ლოპესმა კასილასზე ადრე დაიწყო ვარჯიში. იკერმა საოცრად ითამაშა ჩელსისთან, დიეგო კი ინტერთან ბრწყინვალე იყო. ნამდვილად რთულია მათგან ,რომელიმეს გამორჩევა. ალბათ ყველაზე რთული გადაწყვეტილება ჩემთვის სწორედ ეს გახდება. ზოგი დეტალის ახსნა რთულია, სწორედ ეს დეტალები გახდებიან გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღების დროს.''

''ხესე ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, არ ვიცი ხვალ იგი ითამაშებს თუ არა, თუმცა იმედი მაქვს, რომ როდრიგესი დიდი ხნის განმავლობაში დარჩება სამეფო კლუბშ და გაიტანს ბევრ გოლს. ბენზემას იმედი მაქვს და იმედია იგი ბევრ გოლს გაიტანს მეტოქეთა კარში.''


''კოენრაომ გაშვება მოითხოვა, ყველა დანარჩენი კი ''რეალში'' თამაშით ბედნიერია. წლევანელი ლა ლიგა იქნება კონკურენტუნარიანი. მართალია ის ფაქტი, რომ სამეფო კლუბი და ''ბარსა'' გამოკვეთილი ფავორიტები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე მადრიდის ''ატლეტიკოც''


realmadrid.com
dle 10.1

  • Stifler
  • 17 აგვისტო 2013
  • 3123
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (335)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)