გუტიმ საფეხბურთო სკოლა დააარსა

რაულისა და კასილასი შემდეგ, თავისი სახელობის საფეხბურთო სკოლა, მადრიდის "რეალის" მე-14 ნომერმაც დაარსა.


საფეხბურთო სკოლას, რომელიც "Torrejón de Ardoz"-ის დასახლებაში მდებარეობს, "ხოსე მარია გუტიერეს ერნანდეს გუტის" სახელი დაექრვა.ახალი სკოლის ინაუგურაციაზე "რეალის" მხრიდან ემილიო ბუტრაგენიო იმყოფებოდა.

ჟურნალისტებმა დრო იხელთეს და ფეხბურთელთან ინტერვიუ ჩაწერეს: "რა თქმა უნდა, პროფესიონალური თვალსაზრისით რთული მომენტია, როდესაც ფეხბურთელი არ თამაშობს, თუმცა გუნდში მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა.მანუელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაშინ შემიყვანს განაცხადში, როდესაც კარგ ფიზიკურ კონდიციებს აღვიდგენ.ამ ეტაპზე ჩემი მიზანია თავდაუზოგავი ვარჯიში, რათა კარგ ფორმაში ჩავდგე და კვლავ მოვიპოვო მწვრთნელის ნდობა."

"როგორც მოგეხსეებათ 3 კვირის განმავლობაში ტრავმის გამო თამაში არ შემეძლო.მე მივიღე მონაწილეობა "ალკორკონთან" მატჩში და ხიხონელების წინააღმდეგ განაცხადში ვიყავი.თამაშებიდან გამომდინარე გამოჩნდა, რომ ჩემი კონდიციები ბოლომდე დამაკმაყოფილებელი არ იყო.ახლა სწორედ კარგ ფორმის აღდგენაზე ვვარჯიშობ."

"სეზონის სტარტზე ვაცხადებდით, რომ სატი ტიტულისათვის ვიბრძოლებთო, თუმცა ბოლოს დროს განვითარებულმა მოვლენებმა, ცხადყო, რომ გუნდი უკვე ორი თასისათვის იბრძოლებს.ჩვენი პროექტის მთავარი მიზანია ტიტულების მოპოვება და ვიმედოვნებ, წლევანდელ სეზონშიც მოვიპოვებთ მინიმუმ ერთ ტროფეის."

"ამ დასახლებაში სკოლის გახსნა ჩემი დიდი სურვილი იყო.როგორც იცით, სწორედ აქედან დავიწყე მე ფეხბურთის თამაში და ახლა სამეფო გუნდში ვარ.მე ამ ადგილებთან სასიამოვნო მოგონებები მაკავშირებს."


ინფორმაციის წყარო: RealMadrid.Com
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)