ოზილი 40 მილიონი, კაკა 20

Daily Star-ის ინფორმაციით მანჩესტერ იუნაიტედის დამრიგებელი, დევიდ მოიესლი ძალიან არის დაინტერესებული გამთამაშებლის დამატებით და რამდენიმე ვარიანტს განიხილავს...


ჩეს ფაბრეგასის საქმე ჩიხში შევიდა, აქედან გამომდინარე მოიესმა ალტერნატივების ძიება დაიწყო. უკვე რამდენიმე დღეა ცნობილია, რომ ევერტონის ყოფილი დამრიგებელი მესუთ ოზილის პერსონით არის დაინტერესებული, მეტიც მანჩესტერელები მზად არიან გერმანელი ფლეიმეიკერის სანაცვლოდ 40 მილიონი ევროთი შეავსონ სამეფო კლუბის ბიუჯეტი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ანჩელოტი მესუთს არაფრის დიდებით არ შეელევა, რადგან თვლის რომ ნახევარდაცვაში გერმანელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული და 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ მასზე დაკისრებული მოვალეობების სხვაზე ჩაბარება სისულელე იქნება.

ამ ყველაფრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დევიდი რიკარდო კაკაზეც ფიქრობს და ბრაზილიელის შესახებ მან ხელმძღვანელობას მიმართა, იუნაიტედელებმა კი სამეფო კლუბს შეთავაზება გაუკეთეს, რომელიც 20 მილიონ ევროს შეადგენს. არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ თუ როდის დამყარდა კონტაქტი ინგლისელებსა და ესპანელებს შორის, თუმცა კულუარული ინფორმაციით მოლაპარაკებების მეორე ეტაპი ესპანეთის დედაქალაქში გაიმართება, სადაც სავარაუდოდ გადაწყდება ბრაზილიელი გამოცდილი ნახევარმცველის მომავალი.

თავად ფეხბურთელს არაერთხელ განუცხადებია, რომ კარლო ანჩელოტისთან ერთად სამეფო კლუბში დიდ წარმატებას მიაღწევს და იგი ესპანეთის დატოვებას არ გეგმავს ვინაიდან და რადგანაც თვლის, რომ შესწევს ძირითად შემადგენლობაზე პრეტენზიის გაცხადების ძალა. მეტიც, რიკარდო აპირებს „ბლანკოსში“ სამაგალითო თამაშით ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყურადღება მიიპყროს და მსოფლიო ჩემპიონატზე გამგზავრება მოახერხოს. dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2013
  • 2219
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)