კაზემირო : „ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა“

სამეფო კლუბის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, კაზემირომ განაცხადა, რომ მისი მიზანი 2014 წლის მუნდიალზე მოხვედრაა და ამისათვის ყველაფერს გააკეთებს...


„კარლო ანჩელოტისთან ბრწყინვალე ურთეირთობა მაქვს, მწვრთნელი მენდობა და თვლის, რომ მოედანზე ყოფნით დიდი სარგებელის მოტანა შემიძლია, მოტივაცია ნამდვილად არ მაკლია პირველ რიგში იმიტომ, რომ მადრიდის რეალის მთავარი გუნდის ფორმის მორგება მოვახერხე, მეორე რიგში კი წინ მსოფლიო ჩემპიონატი გველის და საკმაოდ დიდი ამბიციები მაქვს, ჩემი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრაა.“

„მარსელოსთან ვმეგობრობ, იგი ხშირად მიყვება ეროვნული გუნდის შესახებ, მისი თქმნით თუ შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენ, დიდი შანსი მექნება ნაკრების მთავარი მწვრთნელის გეგმებში შესვლის, თუკი „სელესაოს“ ფორმას 1 წელიწადში მოვირგებ, ეს დიდი წარმატება იქნება და ბედნიერად ვიგრძნობ თავს.“

„ახალწვეულებს მთავარი მწვრთნელი და ზინედინ ზიდანი დიდ ყურადღებას გვაქცევენ, რათა ადაპტაცია დროულად გავიაროთ და კლუბის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, სიმართლე გითხრათ მიკვირს რატომ ამბობენ, რომ „ბლანკოსის“ სათამაშო ფილოსოფია არც ისე იოლი გასაგებია და ამ გუნდში წარმატების მიღწევა დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ვთვლი რომ ეს ყველაფერი პირიქითაა. მადრიდის რეალში არის ყველა ის პირობა, რაც საუკეთესო მოთამაშედ გაქცევს.“

„მოუთმენლად ველი პრიმერა დივიზიონის დაწყებას, ბეტისი ნაცნობი გუნდია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მათ დასამარხებლად, მწვრთნელი მუდმივად გვესაუბრება პირველი შეხვედრის მოგების მნიშვნელობაზე, მისი აზრით წარმატებული სტარტის შემთხვევაში ფსიქოლოგიური წნეხი მოგვეხსნება და გაცილებით უკეთ მოვემზადებით სხვა შეხვედრებისთვის, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მოედანზე მხოლოდ საუკეთესო თვისებების გამოსავლენად ვაპირებ გასვლას და არავითარ ზეწოლას არ ვგრძნობ, ეს ალბათ მთავარი მწვრთნელის და კოლექტივის დამსახურებაა, რომელთან ერთადაც ნახევარი დღის გატარება მიწევს.“ dle 10.1

  • Hala
  • 16 აგვისტო 2013
  • 1635
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (369)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)