ანჩელოტი: „შანსი ყველას მიეცემა“

კარლო ანჩელოტის განცხადებით სამეფო კლუბის უკლებრივ ყველა ფეხბურთელს ექნება შანსი დაამტკიცოს საკუთარი შესაძლებლობები და მაქსიმუმის გამოვლენა შეძლოს...


„გუნდის ვარჯიშებზე ყველაფერს ვხვდები, აბსოლუტურად ყველაფერი კონტროლზე მყავს აყვანილი, მოთამაშეები მაქსიმალურად ცდილობენ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენას და ნდობის მოპოვებას, ბეტისთან შეხვედრისთვის განსაკუთრებული მზადება მიდის, ლა ლიგის წარმატებით დაწყება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, ჩვენ პირველ ოფიციალურ შეხვედრას გავმართავთ.“

„ისკო დიდი ფეხბურთელია, იგივეს თქმა შემიძლია ლუკა მოდრიჩზე, მესუთ ოზილზე, დი მარიაზე და ასე შემდეგ, დრო ყველას მიეცემა შემდეგ კი მათ უნდა დამიმტკიცონ თუ რა შეუძლიათ.“

„რიკარდო კაკა არ არის იმ ასაკში რომ უმაღლეს დონეზე თამაში ვერ შეძლოს, ბრაზილიელს ძალიან დიდი პოტენციელი აქვს იმის, რომ ძველი ფორმა აღიდგინოს, მისი დონის მოთამაშენი მსოფლიოს კანტი-კუნტად ჰყავს, აქედან გამომდინარე რიკის იგნორირება გამორიცხულია, მერწმუნეთ მას უდიდესი დახმარება შეუძლია ჩემპიონთა ლიგაზე, სუპერ კლასიკოებსა და უმნიშვნელოვანეს მატჩებში.“

„დაცვის თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ფიზიკურად ფეხბურთელები ბოლომდე არიან მზად, დანარჩენს კი სეზონის სტარტი გვაჩვენებს, პეპე და რამოსი ძლიერ დუეტს შექმნიან, ვარანს კი მთელი გუნდი ელოდება, ის აუცილებლად უნდა გამოჯანმრთელდეს და მოედანზე გასვლა შეძლოს, ფრანგში დიდი პოტენციალი დევს, რომლის გამომჟღავნება რაფაელმა შარშანდელ სეზონში დაიწყო, იგი არ დაუფრთხა მანჩესტერ იუნაიტედს, ბარსელონას, გალათარაის და დიდ გუნდებს.“

„სატრანსფერო პოლიტიკა არცერთი გუნდისთვის არ დასრულებულა, გამონაკლისი არც სამეფო კლუბი გახლავთ, ვერ გეტყვით ვიყიდით თუ არა კიდევ ერთ ან ორ ფეხბურთელს, შესაძლოა სამიც გადავიბიროთ, მაგრამ არ არის გამორიცხული ამჟამინდელი შემადგენლობის იმედზე დავრჩეთ მთელი სეზონის მანძილზე, რომელიც ძალიან ძლიერია და ნებისმიერი ტიტულის მოგებაზე შეუძლია პრეტენზიის გამოთქმა.“ dle 10.1

  • Hala
  • 15 აგვისტო 2013
  • 1704
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)