საინტერესო განსხვავება კარლოსა და ჟოზეს შორის

საინტერესო განსხვავება კარლოსა და ჟოზეს შორის.


მადრიდის "რეალის" ახალი იტალიელი სპეციალისტის, კარლო ანჩელოტის მუშაობა გუნდში შესამჩნევი გახლავთ უკვე.

ის ესპანურ გუნდში მხოლოდ ერთი თვის მოსულია და უკვე საინტერესო ფაქტებს წავაწყდით, მისი მუშაობის ტაქტიკაზე და ჟოზე მოურინიოს მუშაობის სტილზე.

მადრიდის "რეალმა" მე-7 ამხანაგური თამაში ჩაატარა და ყველაში ერთნაირი სტილი იქნა შემჩნეული. ხოლო პორტუგალიელი სპეციალისტი კი სულ სხვანაირი სქემით მუშაობდა "ბლანკოსში".

ჟოზე მოურინიოს სტილი გახლდათ სწრაფი კონტრშეტევები, რომელშიც ხშირად იყენებდა, კრიშტიანუ რონალდუს, ანხელ დი მარიასა და მესუთ ოზილს.

კარლო ანჩელოტის სტილი კი სხვანაირია. მისი ტაქტიკა არის შემდეგნაირი: მას არ უყვარს სწრაფი შეტევები. მისი ტაქტიკა ბურთის მშვიდად გორაობა და მეტოქის საჯარიმომდე მისვლაა, რაშიც ხშირად იყენებს, ლუკა მოდრიჩს, ასევე მესუთ ოზილს, ისკოსა და კარიმ ბენზემას.

წინასასეზონო მატჩებში, საერთო ჯამში ანჩელოტის გუნდმა 4032 გადაცემა გააკეთა, რაც თითოეულ მატჩში საშუალოდ 576 პასს უდრის. ეს მაჩვენებელი 40 გადაცემით მეტია მოურინიოს "რეალის" პასებთან შედარებით, მთელი სამი სეზონის განმავლობაში (530 პასი).

გუნდის ტაქტიკური მონახაზის ცვლილებაზე კიდევ უფრო მეტად ის ფაქტი მეტყველებს, რომ დღევანდელი "რეალი" უფრო მეტ ზუსტ გადაცემას აკეთებს. საშუალოს ეს მაჩვენებელი მატჩის მანძილზე 493-ს უტოლდება (ყველა პასის 85%). პორტუგალიელის მწვრთნელობიდ დროს კი პროცენტული მაჩვენებელი 80%-ს უტოლდებოდა.

ეს მაჩვენებლები მეტყველებს იმაზე, რომ 2013-2104 წლის მადრიდის "რეალს" ყველა წინაპირობა გააჩნია იმისთვის, რომ გახდეს უფრო წარმატებული გუნდი, ვიდრე ის გუნდი, რომლის აწყობასაც ჟოზე მაურინიო ცდილობდა 3 სეზონის განმავლობაში.

Picture link: http://www.elcomercio.com/deportes/futbol/Espana-JoseMourinho-RealMadrid-FlorentinoPerez-futbol-salida-entrenado_ECMIMA20130520_0089_4.jpg
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)