მარსელო : „მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას“

მარსელო ვიეირას განცხადებით, სამეფო კლუბისთვის მომდევნო სეზონი ძალიან წარმატებული გამოდგება და გუნდი ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს...


„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, ძალიან მსურს რაც შეიძლება მალე მოვიდეს 18 აგვისტო და მოედანზე გასვლა შევძლო, ბეტისის წინააღმდეგ ყველანი შემართებით ვითამაშებით, გახსნითი მატჩის მოგება აუცილებელია იმისათვის, რომ დადებითი განწყობა შეგვექმნას.“

„წინასასეზონო მომზადება მეტად ნაყოფიერი გამოდგა, ამასთანავე ჩვენ ვიასპარეზეთ უმაღლესი დონის გუნდების წინააღმდეგ, როგორებიც პარისენჟერმენი, ლონდონის ჩელსი და მილანის ინტერი არიან, ამ გუნდების დამარცხება, მითუმეტეს მოსამზადებელ ეტაპზე დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით.“

„საერთაშორიო სანაკრებო ბატალიებმა ლა ლიგის გახსნისთვის მზადებას ცოტათი შეუშალა ხელი, გუნდი სრული შემადგენლობის ვარჯიშს ვერ ახერხებს, თუმცა ჩვენ ეს გათვალისწინებული გვგქონდა და ანჩელოტიმ ბეტისთან მატჩის წინ ყველაფერი წინასწარ გათვალა, აქედან გამომდინარე ამ მხრივ არავითარი პრობლემა ჩვენ გუნდს არ აქვს.“

„არ ვიცი გუნდი დაიმატებს თუ არა ახალ ფეხბურთელებს ან ფეხბურთელს, მაგრამ ვთვლი, რომ თუ მატება არ იქნება, ეს დიდ პრობლემებს არ შექმნის, რადგან სამეფო კლუბში უამრავი მაღალი დონის მოთამაშე ირიცხება.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 აგვისტო 2013
  • 1729
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)