პარდესა : „კასტილიას მიეხედება“

მიგელ პარდესას განცხადებით გასაგებია, რომ კასტილიამ ალვარო მორატას, ნაჩოს, ჩერიშევის და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის სახით დიდი დანაკლისი განიცადა, მაგრამ ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება „ბლანკოსის“ მთავარ შემადგენლობას და არა ახალგაზრდულ გუნდს...


„ვიცით, რომ ახალგაზრდულ გუნდში დიდი პრობლემებია, მითუმეტეს გუნდი დატოვეს ისეთმა წამყვანმა მოთამაშეებმა, როგორებიც ალვარო მორატა, ხესე, ჩერიშები და სხვები არიან, თუმცა ყველა ახალგაზრდის ოცნება მთავარ გუნდში მოხვედრა და სწორედ იქ წარმატების მიღწევაა, ჩვენ კი ამას ხელს ვერ შევუშლით.“

„ფლორენტინო უკვე მუშაობს ახალ კანდიდატურებზე, რომლებიც „კასტილიის“ რიგებში ჩაირიცხებიან. გამორცხულია, რომ გუნდის ამჟამინდელი შემადგენლობა მთელი სეზონის მანძილზე უმაღლეს დონეზე ასპარეზობისთვის გავიმეტოთ, რადგან რაოდენობრივი თვალსაზრისითაც კი არ ვართ სრულყოფილნი.“

„საპრობლემო არაფერია, ჩვენ კასტილიასთან ერთად წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ და ამასთანავე გვექნება საშუალება ახალგაზრდა მოთამაშეები მთავარ გუნდში გადავიყვანოთ, კარლო ანჩელოტი ახალგაზრდებს უდიდეს ყურადღებას აქცევს და თვლის, რომ მათზე ბევრი რამეა დამოკიდებული, მათ ჯერ არაფერი მოუგიათ და უდიდესი მოტივაცია აქვს, ირიცხებიან მადრიდის რეალში, უფლება აქვთ ითამაშონ ჩემპიონთა ლიგაზე, მონაწილეობა მიიღონ „სუპერ კლასიკოებში“ და ასე შემდეგ, აქედან გამომდინარე წინ უდიდესი და ცხელი სეზონი გველის.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 აგვისტო 2013
  • 1318
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (33)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)