კოულმენი : „ბეილი მსოფლიოში საუკეთესოა“

უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელის აზრით გარეთ ბეილი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და სწორედ ამან გამოიწვია ის დიდი აჟიოტაჟი, რომელიც ფეხბურთელის თავს ტრიალებს...


„არ ვიცი ღირს თუ არა ბეილში 100 მილიონის გადახდა, მაგრამ იმის თქმა დარწმუნებით შემიძლია, რომ ჩვენი ნაკრების მოთამაშე, რომელიც აბსოლუტურად ყველა პოზიციას ერგება, დღესდღეობით მსოფლიოში საუკეთესოა. ის ნამდვილი ლიდერია, როგორც კლუბში ასევე ნაკრებში, რამდენიმე წლის წინ ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ გარეთის ამხელა პროგრესს ვიხილავდი, მაგრამ მასში პოტენციალი ყოველთვის იდო, ფაქტია, რომ ბოლო წლებში მან დიდი სამუშაო გასწია და საწადელსაც მიაღწია, დღესდღეობით მასზე უკეთესი ფეხბურთელი არ მეგულება და ვთვლი, რომ ეს გარეთის შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის და ის კიდევ ბევრს მიაღწევს.“

„ამ ეტაპზე მისი ფიზიკური კონდიცია არც ისე კარგია, მაგრამ ტოტენჰემთან ინტენსიური მოლაპარაკებები გვაქვს, როგორც ინგლისური გუნდის, ასევე ჩვენი ნაკრების მედიკოსთა ჯგუფი ბეილის გამოჯანმრთელებლად ძალ-ღონეს არ იშურებს, სექტემბრის დასაწყიში იგი სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს, რადგან წინ გრძელი და მომქანცველი სეზონია, რომელსაც დიდი ენერგია სჭირდება.“ dle 10.1

  • Hala
  • 14 აგვისტო 2013
  • 1785
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)