ლევერკუზენს კაზემირო სურს

მოგეხსენებათ, ბრაზილიელი ნახევარმცველი კაზემირო, რომელმაც მადრიდის რეალს სულ ცოტა ხნის წინ მიაშურა და კასტილიაში ჩაირიცხა, ძალიან კარგ ფორმაშია, მან ადგილი მთავარ გუნდშიც დაიმკვიდრა და ყველას გაოცება გამოიწვია...


BIld-ის ცნობით მოთამაშით ლევერკუზენის ბაიერი არის დაინტერესებული და ფეხბურთელის შეძენისთვის ყველაფრის გაკეთებას აპირებს, მეტიც გერმანელები ესპანეთში ვიზიტს და ფლორენტინო პერესთან შეხვედრას გეგმავენ.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ესპანური გიგანტი არაფრის დიდებით არ გაუშვებს ბრაზილიელ მოთამაშეს, რადგან მასში მწვრთნელი ამომავალ ვარსკვლავს ხედავს. აქედან გამომდინარე ბუნდეს გუნდს მხოლოდ იჯარაზე შეუძლია ისაუბროს.

სავარაუდოდ ლევერკუზენმა სარფიანი შეთავაზება იჯარით წაყვანასთან დაკავშირებით უნდა გააკეთოს და ფეხბურთელს განვითარებაში დაეხმაროს. შესაძლოა განმეორდეს იგივე სიტუაცია, როგორიც დანიელ კარვახალის შემთხვევაში იყო, მარჯვენა მცველი „ბლანკოსში“ ადგილს ვერ იმკვიდრებდა, მაგრამ ბუნდესლიგაში ბრწყინვალედ წარმოაჩინა საკუთარი შესაძლებლობები და უმალვე დაუბრუნდა მშობლიურ გუნდს.

ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი, მაგრამ ინტერესი ნათელია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. dle 10.1

  • Hala
  • 13 აგვისტო 2013
  • 1572
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (101)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)