ფანები იკერს ირჩევენ

მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი საგონებელშია ჩავარდნილი, მას ორ მეკარეს შორის აქვს არჩევანი გასაკეთებელი. ფაქტია, რომ იკერ კასილასი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გოლკიპერად ითვლება, თუმცა ყველა კარგად ხედავს დიეგო ლოპესის მონდომებას, 31 წლის მეკარე ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საკუთარ თანამემამულეს კონკურენცია გაუწიოს...


სეზონის სტარტამდე სულ ცოტა ხანი რჩება, კარლოს კი არჩევანი ჯერაც არ გაუკეთებია, მაგრამ გულშემატკივრები მას მოუწოდებენ, რომ სამეფო კლუბის კარი იკერმა დაიცვას და არა დიეგომ, რადგან იკერი არის ესპანეთის ყველა დროის საუკეთესო მეკარე, რომელმაც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების მოგება შეძლო, თანაც არაერთხელ, იგი ნამდვილი კაპიტანია და მისი სათადარიგოთა სკამზე ჯდომა სირცხვილის ტოლფასია.

ყველა პოპულარული გამოცემის გამოკითხვის შედეგების მიხედვით კასილასი უპირობო ლიდერია, ინჩასები მას სრულ ნდობას უცხადებენ, მხოლოდ თითო ოროლა გულშემატკივარი მოიძებნება, რომელიც თვლის, რომ „ბლანკოსის“ მთავარი გოლკიპერი დიეგო უნდა იყოს და არა იკერი. dle 10.1

  • Hala
  • 12 აგვისტო 2013
  • 1679
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)