ისკო: „ახალ სეზონში დიდებულ მადრიდს იხილავთ“

ახალწვეული ისკო, წინასასეზონო მომზადების პერიოდში, სამეფო კლუბის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ფიგურაა.მალაგელმა ნახევარმცველმა გუნდში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.


„შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.ახალ გუნდთან ადაპტაცია არ გამჭირვებია და ამაში დიდი დამსახურება თანაგუნდელებს მიუძღვით.ბოსის დავალებაა, ბურთის შენარჩუნება და ამასთანავე, მაქსიმალური თავისუფლება და კრეატივი მწვანე მინდორზე.ვფიქრობ, ახალ სეზონში დიდებულ მადრიდს ვიხილავთ.“

„ბედნიერი ვარ, რამეთუ ყოველთვის სასიხარულოა, როდესაც ქვეყნის ნაკრებში გიძახებენ.“

„ვფიქრობ, სეზონისწინა პერიოდი ნაყოფიერად მიმდინარეობს.გუნდი დღითი-დღე განაგრძობს პროგრესირებას და იმედია, ეს დაუსრულებლად გაგრძელდება.მადრიდში დიდი ენთუზიაზმით მოვედი და საპასუხოდ, მწვრთნელის ნდობა მივიღე.ჯერჯერობით ყველა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დავიწყე, რაც მახარებს.იმედია, ასე გავაგრძელებ.“

„მალაგაში დაცვით ფუნქციებს ნაკლებად ვასრულებდი, თუმცა გავაკეთებ იმას, რასაც კლუბი ჩემგან მოითხოვს.“

„კმაყოფილი ვართ თანაგუნდელებით.კრიშტიანუ დიდებულ ფორმაში იმყოფება.“

„ბუნებრივია, ნაკრებში თამაში დიდი ბედნიერებაა.ეს სიახლე დილით გავიგე.გავიღვიძე თუ არა, მშობლებმა მახარეს.ვგონებ, დილის ესეთი დაწყება შესანიშნავია.“

„რა თქმა უნდა, თანაგუნდელებმაც მომილოცეს ეროვნული გუნდის განაცხადში მოხვეედრა.ეკვადორთან მატჩისთვის დიდი მოლოდინები მაქვს.“

„საჭიროა თავდაუზოგავი მუშაობის გაგრძელება და მწვრთნელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.ასეთ პირობებში, უფრო დიდ დროს გაატარებ ეროვნული ნაკრების რიგებში.სასიხარულოა, რომ ახალგაზრდული ნაკრებიდან 5 ფეხბურთელს გვიხმეს.იმედია, დროთა განმავლობაში გენერაციის პროცესი წარმატებით წარიმართება.“

„ამერიკაში პირველად ვიმოგზაურე და მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული ვარ.აქ ყველას უყვარს „რეალი.“

„გუნდი კარგადა დაბალანსებულია.რასაკვირველია, იმ შემთხვევაში თუ ბეილი გამადრიდელდება, ეს მხოლოდ პოზიტივს მოიტანს.“

realmadrid.com dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (360)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)