პერესი: "100 მლნ. საკმაოდ დიდი თანხაა"

ფლორენტინო პერესი ESPN-ს საკმაოდ ბევრ საინტერესო საკითხზე ესაუბრა.


ფლორენტინო პერესმა ESPN-ის ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა, სადაც გარეთ ბეილის სანაცვლოდ ასი მილიონი ფუნტის გადახდას "მადრიდის რეალისთვის" არარეალური და წარმოუდგენელი უწოდა. მოკლედ რომ ვთქვათ, პრეზიდენტს არ აქვს სურვილი ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაიხადოს:

"ვინაიდან და რადგანაც მე პატივს ვცემ იმ კლუბს, რომელზედაც თქვენ მეკითხებით და რომლისგანაც წინა წელს ჩვენ მოდრიჩი გადმოვიყვანეთ, ამიტომაც არ დავიწყებ კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარს, მაგრამ მინდა გითხრათ , რომ 100 მლნ.-ის გადახდა ნებისმიერ რამეში ჩემი აზრით არარეალური და უადგილოა."

"
კრიშტიანო: "ორივემ ერთხელ უკვე ვთქვით, გვჯერა, რომ ის კარიერას "მადრიდის რეალში" დაასრულებს. ყველაფერი მალე თავის ადგილზე დადგება, შეიძლება ეს ამ თვის დასასრულს მოხდეს, ან შეიძლება მეორე თვის დასაწყისისას, არავინ არსად არ ჩქარობს, ვინაიდან ვიცით ორივე მხარის სურვილი. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ გადაწყდება და ორივე მხარე მოგებული დარჩება. მე მჯერა ამის."

ანჩელოტი: "მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვინაიდან ყველა მწვრთნელმა , რომელიც აქ მუშაობდა, კლუბს რაღაც დამატებითი ასწავლა და შესძინა. მოურინიომ მოიტანა და დანერგა კლუბში რაღაც მნიშვნელოვანი , ხოლო ანჩელოტი კი ჩვენი იმედია მომდევნო წლების მანძილზე. გვინდა დავტკბეთ მწვრთნელით, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ვარსკვლავ ფეხბურთელებთან მუშაობის, ისევე როგორც ტიტულების მოგების. როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელი იდეალურად ეწყობიან ერთმანეთს, კლუბის თამაშიც იზრდება და ეს ყველაფერი "მადრიდის რეალის" ისტორიის კალაპოტში ჯდება"

მოურინიო: "წინა წელი ცუდად დაიწყო და ეს ფეხბურთელების გადახურებამ გამოიწვია, მაგრამ სამი წლის მანძილზე, რაც მოურინიო ჩვენთან იყო, კლუბი ძალიან შეიცვალა.. "მადრიდის რეალში" ყოველთვის მეტს ითხოვენ, ვინაიდან ეს განსაკუთრებული კლუბია, ეს ჩვენი ისტორიაა და ნებისმიერი ადამიანი მუდამ იქნება ამ ზეწოლისა და წნეხის ქვეშ. ყველანი ვინც ჩვენთან არიან: ფეხბურთელები, მწვრთნელი და პრეზიდენტი, ყველასგან ბევრს ითხოვენ. ისინი, ვინც აქ პირველად მოდიან, თავიდან ამაში ვერ ერკვევიან, მაგრამ მათ, ვინც აქ წლების მანძილზე არიან, იციან, რომ სწორედ ეს აქცევს "მადრიდის რეალს" უდიდეს კლუბად." dle 10.1

  • shvela
  • 8 აგვისტო 2013
  • 3061
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)