რამოსი : „დიდ წარმატებას მივაღწიეთ“

ჩელსის დამარცხების შემდეგ სერხიო რამოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სამეფო კლუბმა არნახული პროგრესი აჩვენა...


„საკუთარი დასკვნის გამოტანა ყველას შეუძლია, ჩემი დასკვნით კი სამეფო კლუბი ნელ-ნელა მიიწევს წარმატებისკენ, გუნდი მოწოდების სიმაღლეზე დგას. ჩელსის ფეხბურთელები ფიზიკური თვალსაზრისით ძალიან ძლიერები არიან , აქედან გამომდინარე მათთან ჭიდილი გაგვიჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში წარმატებას მივაღწიეთ და საკმაოდ მნიშვნელოვანი ტურნირის გამარჯვებულები გავხდით.“

„ლონდონელებს მკაცრი მწვრთნელი ჰყავთ, მოურინიოს კარგად ვიცნობ, იგი ყოველთვის მოგებისკენ ისწრაფვის და მარცხს ვერასდროს ეგუება.“

„კრიშტიანოსგან გასაკვირი უკვე აღარაფერია, ყველანი კარგად ვხედავთ, რომ მას მოედანზე სასწაულების კეთება შეუძლია, პორტუგალიელი შეგირდი ჩვენი გუნდისთვის უდიდეს ძალას წარმოადგენს, ფაქტიურად წარმოუდგენელია რეალის მის გარეშე ხილვა.“

„მოურინიოს პირადად არ შევხვედრივარ, უბრალოდ სამწვრთნელო შტაბის რამდენიმე წევრი ვნახე და მოვიკითხე, მეტს ვერაფერს გეტყვით, ჩვენ პორტუგალიელ სპეციალისტთან არავითარი დაპირისპირება არ გვაქვს, დღეს რეალმა დაამარცხა ჩელსი და არა ჟოზე მოურინიო, ინტრიგები და დაპირისპირებები ჟურნალისტების მოგონილი ჭორები უფროა ვიდრე რეალობა.“ dle 10.1

  • Hala
  • 8 აგვისტო 2013
  • 1564
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)