მოუს პრესკონფერენცია

თამაშის შემდეგ "ჩელსის" დამრიგებელი ჟურნალისტებს გაესაუბრა. მან უარი განაცხადა ესპანურად საუბარზე და ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა, ვინაიდან , როგორც თავად აღნიშნა, ის ეხლა "ინგლისურ კლუბს წვრთნის და ინგლისში მუშაობს"


რას იტყვით კრიშტიანო რონალდუს მიერ ნაჩვენებ თამაშზე?

რონალდუს გოლები მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე გააქვს და რაც მან დღეს გააკეთა, ეს არ არის ახალი რამე, მთავარი აქ ის შეცდომაა, რომელიც ორივე შემთხვევაში ჩვენ დავუშვით.

გწყინთ , რომ დამარცხდით?

ამ თამაშიდან გამოვიტანეთ ერთი დასკვნა, რომ ჯერ კიდევ გვაქვს სამუშაო. ხუთი თამაში მოვიგეთ და ერთი დავთმეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მოპოვებული ქულათა რაოდენობა ნოლის ტოლია, ასე რომ ამისგან დიდ ტრაგედიას არ ვქმნით და თქვენც ანალოგიურს გირჩევთ. ამხანაგურ შეხვედრებში მარცხი არ არის საწყენი. ჩვენ რომ "მადრიდის რეალთან" ჩემპიონთა ლიგაზე დავმარცხებულიყავით, ეს უკვე სხვა სიტუაცია იქნებოდა, ამიტომაც დღეს ეს მე არ მწყინს.

კრიშტიანომ განაცხადა, რომ იმ თეფზე არ აფურთხებს, რომლიდანაც ჭამს...

არ ვიცი რა თქვა რონალდუმ, ეს ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. მე ყველაფერს გავაკეთებ "ჩელსისთვის", "მადრიდის რეალს" კი მხოლოდ საუკეთესოს ვუურვებ. იქ მყავს ბევრი მეგობარი, რომლებსაც პატივს ვცემ და რომლებიც პატივს მცემენ, დაწყებული პრეზიდენტიდან და დამთავრებული ჩვეულებრივი დაქირავებული თანამშრომლებით. არანაირი პრობლემა არ მაქვს და სრულიად თავისუფლად შემიძლია იმის თქმა, რომ იმედი მაქვს ისინი ლიგის მოგებას მოახერხებენ. იმედი მაქვს მოიგებენ, მიუხედავად იმისა, რომ მე იქ არ ვარ.

რას იტყვით კრიშტიანოს გოლის აღნიშვნაზე?

ბევრი გოლი ჩვენ ერთად აღგვინიშნია. იმედი მაქვს ის ბევრ გოლს აღნიშნავს ლიგაში და "მადრიდის რეალს" დაეხმარება ლიგის მოგებაში.

თქვენ განაცხადეთ, რომ ნამდვილი რონალდო ბრაზილიელი და თქვენი სიტყვები კრიშტიანომ საწყენად მიიღო...

ეს ჩემი საქმე არ არის. რაც რონალდოზე ვთქვი ეს სიმართლეა, ვინაიდან პირველად ის იყო და არა კრიშტიანო. თუ მკითხავთ ვინ იყო რეალური მიულერი ტომას მიულერსა და გერდ მიულერს შორს, მე ამ უკანასკნელს ავირჩევ. ჩემთვის ის პირველია, ვინაიდან უფროსია.

მარსელოს გოლის შემდეგ ის გამჩნდა, რომ ის თქვენი მისამართით ამბობდა რაღაცას. ხომ არ გაგიგონიათ რა გითხრათ მან?

თქვენ ხედავთ ისეთ რამეებს, რასაც მე ვერ ვამჩნევ. ჩვენ აქ მგონი თამაშის და ჩემი გუნდის გასარჩევად შევიკრიბეთ.

რას იტყვით ფლორენტინო პერესზე?

პრეზიდენტი ფანტასტიკური პიროვნებაა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. მასთან და სხვა პრეზიდენტებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს. dle 10.1

  • shvela
  • 8 აგვისტო 2013
  • 5078
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)