პრიმერას კლუბები "კასტილიის" ფეხბურთელებით ინტერესდებიან

შესაძლო ტრანსფერები...


როგორც გამოცემა AS იტყობინება, უახლოეს მომავალში "მალაგა" გეგმავს ისარგებლოს მადრიდის "რეალის" დაპირებით, რომელიც მათ "თეთრებში" ისკოს გაყიდვის შემდეგ მიიღეს. "ანჩუსები" "კასტილიის" ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ.

ასე რომ, ანდალუსიური კლუბი დანიტერესებულია მადრიდული კლუბის ნახევარმცველით, ხოსე როდრიგესით. "მალაგას" სურს, რომ ხოსე ერთწლიანი არენდით აიყვანოს, თუმცა, მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, რადგან როდრიგესი "კასტილიის" ერთ-ერთი ლიდერია. გარდა ამისა, "ბლანკოსს" არ სურს ფეხბურთელის გაშვება. ხოსე როდრიგესი ახალ სეზონში ხშირად ივარჯიშებს პირველი გუნდის შემადგენლობასთან ერთად, კარლო ანჩელოტის ხელმძღვანელობით.

პრიმერას კლუბები "კასტილიის" ფეხბურთელებით ინტერესდებიან


"კასტილიის" ახალ კაპიტანს ალექს ფერნანდესს, ჯერ კიდევ არ გაუხანგრძლივებია კონტრაქტი კლუბთან. მიუხედავად ორივე მხარის სურვილისა, მოლაპარაკებები ძალიან რთულად მიმდინარეობს. ნახევარმცველის კონტრაქტი გუნდთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება, ამიტომ სავარაუდოდ, ნიჭიერი ფეხბურთელი მადრიდის "რეალს" თავისუაფლი აგენტის სტატუსით დატოვებს.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ალექსსა და მადრიდელებს შორის მოლაპარაკებები "ჩიხში" შევიდა, ფეხბურთელის შესაძენად კლუბს შეთავაზება გაუკეთა "ელჩემ", რომელიც მომავალ სეზონში ლა ლიგაში ითამაშებს.

მადრიდის აკადემიაში ალექსი 13 წლიდან თამაშობს. მან "თვითერის" თავის გვერდზე განაცხადა, რომ მისი დიდი სურვილია მშობლიურ გუნდში დარჩენა: "მინდა განვმარტო, რომ მე მსურს კლუბში დარჩენა, რომლის გულშემატკივარი ბავშვობიდან ვარ. მადრიდის "რეალი" - გუნდი ჩემი გული და ჩემი სურვილია, რომ წარმატებას აქ მივაღწიო. მე გავაგრძელებ მუშაობას ჩემი ოცნების რეალიზაციისთვის", - წერს ალექსი.

გავითვალისწინოთ, რომ ალექსს გუნდთან კონტრაქტი არ გაუხანგრძლივებია, მან უკვე გამოტოვა "კასტილიის" 3 ამხანაგური მატჩი, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი სრულიად ჯანმრთელია და მზად არის სათამაშოდ.

Merengues.ru dle 10.1

  • Ricky.
  • 7 აგვისტო 2013
  • 2005
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (326)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)