„რეალი“ - „ჩელსი“ [პრევიუ]

საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ფინალში, მადრიდის „რეალი“ ევროპის ლიგის მოქმედ ჩემპიონს, „ჩელსის“ შეერკინება.


ევროპული გრანდების გარჩევა, მაიამიში, „სან ლაიფ“ სტადიონზე შედგება.ნიშანდობლივია, რომ „თეთრები“ პირველად იმყოფებიან ფლორიდის შტატში და რა თქმა უნდა, პირველად იასპარეზებენ ადგილობრივ არენაზე, რომელზეც 75 ათასი ქომაგი ეტევა და რომლის მუდმივი ბინადარი, NFL-ის ლიგაში მოასპარეზე „მიამი დოლფინია.“

მადრიდელი ფეხბურთელებისათვის, კარს მოდგარი თამაში, რიგით მეექვსე იქნება წინასასეზონო მომზადების ფარგლებში.ჯერჯერობით კარლო ანჩელოტის შეგირდები დაუმარცხებლად მოდიან.შეგახსენებთ, რომ მადრიდისტებმა „ბონმუთის (6-0)“, „პსჟ-ს (1-0),“ „გალაქსის (3-1)“ და „ევერტონის (2-1)“ ძლევა მოახერხეს, ხოლო „ლიონთან“ შედეგიანი ყაიმი გააგორეს (2-2).

რაც შეეხებათა ლონდონელებს, ისინიც წარმატებით აგორებენ ბურთს სეზონის დაწყებამდე.„არისტოკრატებმა“ აზიურ ტურნეში 3 მოგება იზეიმეს, ხოლო ამერიკაში 2.

ალბათ, აღნიშნული მატჩი მეტია, ვიდრე ამხანაგური, რამეთუ როგორც ჟოზე მოურინიოს, ასევე კარლიტოს, ყოფილ გუნდების წინააღმდეგ მოუწევთ გაბრძოლება.„განსაკუთრებულის“ განკარგულებაში იქნებიან ახალწვეულები შიურლე და გინკელი.ამასთანავე მწვანე მინდორზე ვიხილავთ მაიკლ ესიენსაც, რომელიც წინა სეზონში „რეალის“ ღირსებას იცავდა.

ერთი სიტყვით, ნამდვილად ღირს ამ მატჩისთვის თვალის დევნება, რომელიც გამთენიოს 05 საათსა და 00 წუთზე აიღებს სტარტს.მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საიტზე საყურებელ ლინკებსაც შემოგთავაზებთ.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (27)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)