ტორესი: "მადრიდის რეალის" დამარცხება მნიშვნელოვანია

ფერნანდო ტორესი დღევანდელი თამაშის წინ ჟურნალისტებს თავის მოსაზრებებს უზიარებს.


"ეს იქნება მესამე თამაში, რომელსაც მე ესპანეთის დატოვების შემდეგ მათ წინააღმდეგ გავმართავ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხანაგური შეხვედრაა, ჩემთვის ის მაინც ძალზედ მნიშვნელოვანია და ამის არაერთი მიზეზი მაქვს. მე ვიცნობ ბევრ "მადრიდის ატელტიკოს" გულშემატკივარს, რომლებსაც სურთ, რომ დღეს ჩვენ გავიმარჯვოთ, რომლებსაც სურთ უყურონ, თუ როგორ მარცხდება "მადრიდის რეალი" და ეს მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა კლუბში ვთამაშობ"-განაცხადა ტორესმა "ჩელსის" ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

"მათთან დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული შეხვედრაა ჩემთვის. მე გავიზარდე ქალაქში, სადაც "მადრიდის რეალი" უდიდესი, ხოლო მსოფლიოში კი ერთ-ერთი უდიდესი კლუბი იყო. ჩვენ ყოველთვის "მადრიდის რეალის" ჩრდილში ვიყავით, ასე რომ ვიცი, თუ რას ნიშნავს ეს"

"მოურინიოსთან მუშაობა და ვარჯიში საკმაოდ მხიარული და კარგია."

"ჩვენ ძალიან ბევრს ვვარჯიშობთ, მაგრამ სავარჯიშოდ ბურთების გამოყენება ძალიან კარგია. ჟოზე და მისი ასისტენტები მუდამ იგონებენ ჩვენთვის ისეთ რამეებს, რომ ცოტა გავმხიარულდეთ თითოეული ვარჯიშისას. ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოურინიოს გეგმებში შევიდეს. მე მიყვარს, როცა ვარჯიშის დასრულების შემდეგ თავს დაღლილად ვგრძნობ"-აცხადებს ტორესი.

"იმათთვის, ვინც კონფედერაციის თასზე ვიყავით ძნელია მაშინვე ადაპტირება, ვინაიდან სხვებს ქონდათ საშუალება უფრო დიდხანს ევარჯიშათ"

"წინასასეზონო მომზადებისას ეს დიდ განსხვავებას იძლევა და შეგიძლიათ თქვათ, რომ ისინი ამ დროს უკვე უკეთესად არიან მზად, ვიდრე ჩვენ, ასე რომ ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ ფორმის აკრეფისთვის, ვინაიდან სეზონი მალე დაიწყება, სადღაც ორი კვირაა იქამდე დარჩენილი და ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ." dle 10.1

  • shvela
  • 7 აგვისტო 2013
  • 1504
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)