მარსელო : „ჩვენ მზად ვარ ჩელსისთან დასაპირისპირებლად“

მარსელო ვიეირას განცხადებით მადრიდის რეალი სრულ მზადყოფნას გამოთქვამს ჩელსისთან დასაპირისპირებლად, გუნდი მოტივირებულია და პირველი ტიტულის მოგემას გეგმავს...


„ჩვენ ამერიკულ ტურნეს აუცილებლად დავასრულებთ ტრიუმფით, რადგან ვარჯიშებმა დიდი ნაყოფი გამოიღო, ყველა მოთამაშე გაცილებით უკეთეს კონდიციაში, ზოგიერთი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობს.“

„პირადად მე წონის მატების პრობლემა მქონდა, რომელსაც ნელ-ნელა ვუმკლავდები, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ სეზონის სტარტს სტანდარტულ წონაზე შევხვდე, გავდივარ ინდივიდუალურ ვარჯიშებს და ყურადღებით ვეკიდები მწვრთნელის და ფიზ. მომზადების დამრიგებლის მითითებებს.“

„ჩელსისთან სანახაობრივი მატჩი იქნება ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჟოზე მოურინიოს გუნდის დასამარცხებლად, არა იმიტომ, რომ მათი მწვრთნელი ჟოზე მოურინიოა, არამედ იმიტომ, რომ სეზონის პირველი ჩემპიონატის მოგება გვსურს, აქ მართლაც სოლიდური გუნდები გამოდიოდნენ და მინდა ვთქვა, რომ საკმაოდ პრესტიჟული ტურნირის ფინალში აღმოვჩნდით.“

„ლონდონელთა რიგებში მრავალი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გამოდის, ფრენკ ლამპარდს უდიდეს პატივს ვცემ და მიმაჩნია, რომ იგი ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როდესაც მის ასპარეზობას ვუყურებდი და ყოველთვის ვაფასებდი, როგორც უმაღლესი კლასის მოთამაშეს, ინგლისელი ფეხბურთელი ყველა ასპექტში უდიდეს ძალას წარმოადგენს, მიხარია, რომ იგი მოედანზე იქნება და გულშემატკივარს ლამაზი თამაშით გაახარებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 აგვისტო 2013
  • 1354
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)