ფერდინანდი : „საუკეთესო კრიშტიანო უნდა გახდეს“

რიო ფერდინანდის განცხადებით, მას ძალიან გაუხარდა როდესაც გაიგო, რომ ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში ლიონელ მესის და ფრენკ რიბერის კონკურენტი კრიშტიანო რონალდო იქნება...


„კრიშტიანო უკვე რამდენიმე წელიწადია ცდილობს ოქროს ბურთის მოგებას, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ გამოსდის, მან მანჩესტერ იუნაიტედში ასპარეზობის დროს ერთხელ უკვე მოიპოვა ეს ტიტული და ვფიქრობ, დუბლის შესრულება ურიგო არ იქნებოდა.“

„შარშანდელი სეზონის მიხედვით საუკეთესო ფეხბურთელი ნამდვილად რონალდო გახლავთ, მან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა ჩემპიონთა ლიგაზე და უამრავი გოლის გატანა მოახერხა, უბრალოდ მისი თამაშის ხილვა ფანტასტიურია.“

„უდიდეს პატივს ვცემ ფრენკ რიბერის, რომელმაც ბაიერნის ტრიუმფში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა ვთვლი, რომ გერმანელთა გამარჯვება მხოლოდ ფრანგის დამსახურება არ არის და თასის მოპოვებისთვის მთელმა გუნდმა იბრძოლა, აქედან გამომდინარე მე რიბერის არ მივანიჭებდი საუკეთესო მოთამაშის წოდებას.“

„ლიონელ მესი მოედანზე მართლაც სასწაულებს სჩადის, მან პრიმერა დივიზიონში ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ბარსელონას გაჩემპიონებაში უდიდესი წვლილი შეიტანა, თუმცა ვთვლი, რომ საკმარისია მისი ხილვა ოქროს ბურთით ხელში, წინა სეზონის მიხედვით იგი ნამდვილად არ იმსახურებს საუკეთესოს წოდებას, თუმცა ერთ-ერთ საუკეთესოდ ნამდვილად მივიჩნევ, მისი ტალანტი დასაკარგი ნამდვილად არ არის, ის მართლაც ძალიან ჰგავს დიეგო არმანდო მარადონას, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა.“

„იმედს გამოვთქვამ ყველა ობიექტური იქნება და ოქროს ბურთს კრიშტიანო დაეუფლება, იგი ძალიან მოტივირებული მოთამაშეა და ვთვლი, რომ თუ საუკეთესოდ დაასახელეს მომავალ წელს გაორმაგებული ძალით იასპარეზებს.“ dle 10.1

  • Hala
  • 7 აგვისტო 2013
  • 1716
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)