მოუ ხედირას ვერ ივიწყებს

მოგეხსენებათ, ჟოზე მოურინიოს ძალიან სურდა სამი ხედირას გადაბირება, მან რომან აბრამოვიჩს სთხოვა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ჩელსის ღირსების დამცველი გახდეს, თავის მხრივ არც რუსმა ოლიგარქმა თქვა უარი მოთამაშის შეძენაზე თუმცა შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ მოხერხდა.


ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ სამეფო კლუბი თანახმა იყო ხედირას გაშვებაზე, თუმცა მათ შეთავაზებული 26 მილიონი ევრო ეცოტავათ და მეტი მოითხოვეს, ჯერ-ჯერობით არ სახელდება თანხა, რომელსაც სამეფო კლუბის ხელმძღვანელობა ნახევარმცველის სანაცვლოდ ითხოვს, თუმცა გავრცელებული ჭორების მიხედვით პერესი და საბჭო სამის 35-40 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევიან რადგან ფიქრობენ, რომ გერმანელი რეალში ძალიან დაიხვეწა და საკუთარ პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ ითვლება.

ხედირას მადრიდში დიდი კონკურენცია ელის, რადგან ანჩელოტის მოსვლის შემდეგ გუნდის ნახევარდაცვაში კიდევ მატებაა, გასაგებია, რომ კოლექტივი დატოვა მიკაელ ესიენმა მაგრამ მოვიდნენ ილიარამენდი, ისკო, კაზემირო, რომლებიც სწორედ ნახევარდაცვის ცენტრის კონტროლით არიან დაკავებულნი, აქედან გამომდინარე სამისთვის ჩელსიში ტრანსფერი შესაძლოა ოპტიმალური ვარიანტიც იყო, მისი პოზიცია ამ თემაზე უცნობია, ჟურნალისტებთან საუბარს გერმანელი მოთამაშე თავს არიდებს.
მოურინიო ხედირას ძირითადში თამაშის გარანტიას არ აძლევს, რადგან ამბობს, რომ სასტარტოში ის ფეხბურთელები ითამაშებენ, რომლებიც კონკრეტული მატჩისთვის უკეთეს ფორმაში იქნებიან, პორტუგალიელი სპეციალისტის აზრით თუკი ხედირა კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იდგება, მას ძირითადში თამაშის პრობლემა არ ექნება.

რაც შეეხება მადრიდს, კარლო ანჩელოტი ჩამოყალიბებული არ არის, მან ჯერ კიდევ არ იცის თუ რომელი შეგირდი ათამაშოს ნახევარდაცვის ცენტრში, ილიარამენდი კონდიციების გაუმჯობესებით არის დაკავებული, ჩაბი ალონსო ტრავმირებულია და აღდგენით პროცესს გადის, კაზემირო მართლაც მოწოდების სიმაღლეზე დგას და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მწვრთნელს თავი მოაწონოს. ყველაფერი აღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტია, რომ თუკი გერმანელი ხედირა კლუბში დარჩა მას დიდი კონკურენციის გადალახვა მოუწევს, დანარჩენი კი კლუბებზე და თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. dle 10.1

  • Hala
  • 7 აგვისტო 2013
  • 1315
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (40)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)