ანჩელოტის პრესკონფერენცია

კარლო ანჩელოტი ფინალური შეხვედრის წინ ჟურნალისტებს გაესაუბრა


იზიარებთ ვილაშ-ბოაშის გაბრაზებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბეილზე ხშირად საუბრობთ?

არ ვაპირებ ბეილზე საუბარს, იმიტომ რომ ის გაბრაზდა. არ მიყვარს, როცა მწვრთნელი ბრაზდება. არაფერი განსაკუთრებული არ მითქვას და ვამჯობინებ ეხლაც ასე მოვიქცე.

კრიშტიანო როგორ უყურებს კონტრაქტის გახანგრძლივებას?

მე ვფიქრობ, რომ კრიშტიანო კლუბში თავს კომფორტულად გრძმობს. ფეხბურთელს სურს გახანგრძლივება და კლუბსაც ანალოგიური რამ სურს. ასე რომ, მე სულაც არ ვთვლი პრობლემად მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას.

იცით, როდის გაუხანგრძლივებენ კონტრაქტს?

სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი, ვინაიდან ეს კლუბისა და ფეხბურთელის საქმეა. არ ვიცი, როდის მოხდება გახანგრძლივება. რაც მთავარია, კრიშტიანო აუცილებლად გაახანგრძლივებს და დარჩება "მადრიდის რეალში".

თქვენთვის "ჩელსისთან" დაპირირსპირება განსაკუთრებულია?

ეს განსაკუთრებული თამაშია. ორი წელი გავატარე "ჩელსიში". ფეხბურთელებთან და გულშემატკივრებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. მნიშვნელოვანი წინასასეზონო თამაშია, ვინაიდან ძლიერი კლუბის წინააღმდეგ ვთამაშობთ და ჩვენი ფიზიკური კონდიციებისა და ვარჯიშის შედეგების სანახავად კარგი შანსია.

"მადრიდის რეალს" ჭირდება ბეილი?

გითხარით, რომ არ ვაპირებ იმ ფეხბურთელზე საუბარს, რომელიც "მადრიდის რეალში" არ არის. კლუბი და შემადგენლობა ძლიერია, ახალგაზრდაა და ბედნიერი ვარ ჩემი ფეხბურთელებით.

რას იტყვით მოურინიოს "მადრიდის რეალთან" დაპირისპირებაზე?

მოდით ვითამაშოთ ფეხბურთი "ჩელსის" წინააღმდეგ და არა მოურინიოს წინააღმდეგ. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კარგად თამაში და მაქსიმუმის გაღება. უნდა ვეცადოთ ფიზიკურად გაუმჯობესებას, ვინაიდან სეზონი მალე დაიწყება.

რას იტყვით წინასასეზონო მომზადებაზე, კმაყოფილი ხართ?

დიახ, ვინაიდან კარგად ვიმუშავეთ. არ გვქონდა პრობლემები. დაშავებული ფეხბურთელები გამოკეთდნენ და ვფიქრობ, სეზონს კარგად დავიწყებთ.

რას იტყვით კაკას პროგრესზე?

კარგად მიდის ყველაფერი. ჩვენ მისი სიძლიერის გაუმჯობესებაზე უნდა ვიმუშაოთ, ამას კვირეები ჭირდება, მაგრამ რაც მთავარია საქმე წინ მიიწევს და ის ბედნიერია. ჩემი აზრით, "ევერტონის" წინააღმდეგ მან კარგად ითამაშა.

გაწუხებთ, თუ არა რომ პეპემ შეიძლება დაგტოვოთ ამ ზაფხულს?

მე ველაპარაკე პეპეს. მინდა ნათლად ვთქვა ჩემი აზრი. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ვინაიდან დაცვაში კარგად თამაშობს, აქვს თავისი გამოკვეთილი ნიშა და გამოცდილება. ვფიქრობ, ის მომდევნო სეზონში ჩვენთან იქნება. dle 10.1

  • shvela
  • 7 აგვისტო 2013
  • 2154
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 19
2 ბელინგემი 17
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 16

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (45)
აპრილი 2024 (379)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)