''რეალისთვის'' აჯანყებულები

გარეტ ბეილი უკვე შევიდა იმ ადამიანთა სიაში, რომელთა ყიდვაც, ''რეალს'' გაუჭირდა ან ძალიან გაუგრძელდა.


ბეილის საგა რამდენიმე თვეა გრძელდება. სამეფო კლუბი უელსელში სარეკორდო თანხას დაახლოებით 100 მილიონს იხდის, თავისმხრივ, ''ტოტენჰემი'' ყველანაირად ცდილობს ამ ტრანსფერის დაბლოკვას. თუმცა ყველას მოეხსენება, რომ ფლორენტინო პერესი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. ბოლო პენალტი ამ ბატალიებში, თავად ბეილის პოზიცია გამოდგა,მას აღარ სურს ''სპურსში'' თამაში და ლამისაა აიღოს ბილეთი და გაფრინდეს უკვე მადრიდში.

Ronaldo Nazario, პირველი ფეხბურთელი, რომელიც ''რეალისთვის'' კლუბს აუმხედრდა
კიჭას შეძენა სამეფო კლუბს ჯერ კიდევ 97-8 წლებში სურდა, თუმცა ეს ტრანსფერი მხოლოდ ფლორენტინო პერესის უშუალო ხელმძღვანელობით 2002-2003 წლებში განხორციელდა. პერესის რჩევა-დარიგებებით ფენომენმა აიძულა ''ინტერი'' გაეშვათ მადრიდში. მილანელები სასტიკ უარზე იყვნენ დაეთმოთ ბრაზილიელი, თუმცა ''რეალმა'' საწადელს მიაღწია, ყველაფერი ბოლო დღეს გადაწყდა, 31 აგვისტოს 12:00 საათზე რონალდო ოფიციალურად სამეფო კლუბის წევრი გახდა. მისი შეძენა 45 მილიონი დაუჯდათ თეთრებს.

''რეალისთვის'' აჯანყებულები


Robinho
უნიჭიერესი რობინიო, მართლაც, რომ კაშკაშა ტალანტს წარმოადგენდა 2005 წლისათვის. მის ოსტატური დრიბლინგებს, ფინტებს და ტექნიკას ყველა დიდ აღფრთოვანებაში მოჰყავდა. ''სანტოსი'' კი მის გაშვებას არ აპირებდა. საბოლოოდ რობინიო ბრაზილიურ კლუბს აუმხედრდა და კატეგორიულად მოითხოვა ''რეალში'' გაეშვათ. თეთრებს იგი 24 მილიონი დაუჯდათ. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რობინიომ იგივე მეთოდი გამოიყენა ''რეალის'' წინააღმდეგ, როცა მან მანჩესტერ ''სიტიში'' წასვლა განიზრახა.
''რეალისთვის'' აჯანყებულები


Mahamadou Diarra
შეიძლება ბევრს სასაცილოდაც მოეჩვენოს დიარას ამ სიაში ყოფნა, თუმცა კაპელოს ახირებით, ''რეალმა'' მაინც შეიძინა მალელი. აი რა განაცხადა მაჰამადუმ : ''თუ ლიონი სამეფო კლუბთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს, მაშინ მე არც ვარჯიშზე მივალ და არც ნაკრებში გავემგზავრები. კალდერონმა იგი 26 მილიონად შეიძინა. გულშემატკივართა უმრავლესობა კი მისი ტრანსფერით იმედგაცრუებული დარჩა, რადგან მათი აზრით, მაჰამადუ არ წარმოადგენდა ''რეალის'' დონეს.

Fabio Coentrao

გაიგო რა , რომ ''რეალი'' მისით ინტერესდებოდა კოენტრაომ ''ბენფიკას'' გაყიდვა მოსთხოვა . პორტუგალიელი მადრიდში 30 მილიონ ევროდ გადაბარგდა.

''რეალისთვის'' აჯანყებულები


Luka Modric

ყველას გახსოვთ, ალბათ უახლოეს წარსულში მოდრიჩის საგა. ''რეალს'' მისი შეძენა დროში ძალიან გაეწელა. ლუკა მოწადინებული იყო დაეტოვებინა ლონდონი, მან ყელაფერი გააკეთა ამისთვის, აუმხედრდა გუნდს და მადრიდში გაშვება გატეგორიულად მოსთხოვა. ხორვატი 30 მილიონ ევროდ ''რეალში'' ჩაირიცხა.
''რეალისთვის'' აჯანყებულები


გარეტ ბეილიც ამ ფეხბურთელთა გზას ადგას. ეს ტრანსფერი ბოლომდე გაჩარხული არ გახლავთ, თუმცა თავად უელსელის ქცევებიც ''რეალის'' წისქვილზე ასხამს წყალს. დროის ამბავია გარეტის მადრიდში გადმობარგება.

Eurosport.Com dle 10.1

  • Stifler
  • 6 აგვისტო 2013
  • 3876
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (54)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)