ლეგენდა სახელად CR7

კრიშტიანო რონალდო სულ რაღაც 4 სეზონია ''რეალში'' ირიცხება და მან უკვე შეძლო და მოახერხა 199 მატჩში 202 გოლის გატანა. ეს ფაქტი, რათქმაუნდა, სარეკორდოა, წინ მას ახალი გამოწვევები აქვს.


შეუძლებელია არ დაინახო ''რეალის'' გულშემატკივარმა, თუ რამხელა ძალას წარმოადგენს კრიშტიანო რონალდო სამეფო კლუბისთვის. შეიძლება ითქვას, რომ მისი ტრანსფერი ''მანჩესტერიდან'' ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. თუ მის პანტასტიურ თამაშს შედეგად ტიტულებიც მოჰყვება, იგი საუკუნო ადგილს დაიმკვიდრებს სამეფო კლუბის დიდების დარბაზში, ისეთი ლეგენდების გვერდით როგორებიც არიან : რაული, დი სტეფანო, ბუტრაგენიო, სანჩესი და პუშკაში.
2018 წელს, კრიშტიანოს მადრიდის ''რეალთან'' კონტრაქტი ამოეწურება. ამ დროისთვის იგი მეცხრე სეზონს ჩაამთავრებს თეთრი მაისურით. რთული სათქმელია მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი იგივე დარჩება თუ მოიკლებს, თუმცა ფაქტია, რომ ნელ-ნელა იგი ორ უდიდეს ლეგენდას რაულსა და დი სტეფანოს უახლოვდება ბომბარდირთა დავაში.
''მე ვმუშაობდი პელეგრინისთან და მაურინიოსთან, ახლა კი ანჩელოტისთან მიწევს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს მე ბოლომდე თეთრი დავრჩები'' - განაცხადა რონალდომ.
გულშემატკივარს ძალიან უყვარს რონალდო, თანამედროვეობის უდიდესი ფეხბურთელი, თუმცა ყველა ხვდება, რომ მისგან ჩემპიონთა ლიგის მოგებას ელიან. დიახ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ იგი ნამდვილად დაიდებს ბინას უდიდესი ლეგენდების ნავსაყუდელში.

Marca.Com dle 10.1

  • Stifler
  • 5 აგვისტო 2013
  • 3236
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)