რონალდუ: „ჩვენ ვითამაშებთ „ჩელსის“ და არა მისი მწვრთნელის წინააღმდეგ“

სამეფო კლუბის პორტუგალიელმა გოლეადორმა, ამერიკაში პრესკონფერენცია გამართა, სადაც ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო.


მოურინიოს სიტყვები: „მსოფლიოში არსებობს რაღაც საკითხები, რომლებიც კომენტარის გაკეთებას არ იმსახურებენ.ყოველთვის პატივს ვცემ მწვრთნელებს, რომლებთან ერთადაც მიწევს მუშაობა.ვცდილობ, თითოეული მათგანისგან რაც შეიძლება მეტი ვისწავლო.მინდა გითხრათ, რომ გონებაში მხოლოდ პოზიტიურ მოვლენებს ვინახავ.“

ფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ: „ჩვენ ვითამაშებთ „ჩელსის“ და არა მოურინიოს წინააღმდეგ.ეს დაპირისპირება გახლავთ მორიგი, წინასასეზონო მომზადების ფარგლებში და რა თქმა უნდა, მოგება გვინდა.ვემზადებით იმისათვის, რომ რაც შეიძლება საუკეთესოდ დავიწყოთ ლა ლიგა.“

ანჩელოტი: „სიმართლე გითხრათ, კმაყოფილნი ვართ კარლოთი.ვარჯიშები შესანიშნავია და ჩვენ ფორმის აღდგენას ვცდილობთ.იტალიელი საკმაოდ თბილი და კომუნიკაბელურია, რაც ყველას გვახარებს.“

კონტრაქტის გახანგრძლივება: „ჯერჯერობით ახალი არაფერია.ალბათ, სამომავლოდ ცნობილი გახდება კონკრეტული დეტალები.ამ მომენტისათვის მხოლოდ მომზადებაზე ვარ კონცენტრირებულნი.“

პერესის სიტყვების კომენტირება (პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რონალდუ კარიერას მადრიდში დაასრულებს): „მე ვასრულებ დაკისრებულ მოვალეობებს.ვერაფერს გეტყვით, რამეთუ ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება მომავალში.ფაქტი ერთია, რომ ამჟამად თავს ბედნიერად ვგრძნობ იქ, სადაც ვიმყოფები.“

მიზნები ახალი სეზონისთვის: „თითოეული სეზონის დაწყების წინ, მიზნები ერთი და იგივეა, რაც ჩემთვის გამოწვევაა.ვფიქრობ, რთული იქნება ყველაფრის მოგება, თუმცა მაქსიმალურად შევეცდებით ამის გაკეთება.მე მებრძოლი ვარ და როდესაც მწვანე მინდორზე ვიმყოფები, ვცდილობ ბოლომდე დავიხარჯო.ვეცდები, რომ ამ სეზონში, შარშანდელზე უკეთესად ვიასპარეზო.

ვერ გეტყვით რამდენს გავიტან, იმედია იმაზე მეტს, ვიდრე წინა სეზონში.სტატისტიკით არ მიყვარს საუბარი.ციფრები ყოველთვის თავად საუბრობენ ყველაფერზე.“

გარეთ ბეილი: „ბუნებრივია, შესაძლო ტრანსფერზე კომენტარს ვერ გავაკეთებ.შემიძლია გესაუბროთ მოქმედ ფეხბურთელებზე და მინდა გითხრათ, რომ შესანიშნავი კოლექტივი გვყავს.ამასთანავე, არ შევეხები სატრანსფერო თანხის თემას.ეს პრეზიდენტისა და მწვრთნელის პრეროგატივაა.რა თქმა უნდა, საკუთარი აზრი გამაჩნია, მაგრამ კამერების თვალწინ მისი დაფიქსირებისგან თავს შევიკავებ.“

ახალი პროექტი: „არ მოგატყუებთ თუ ვიტყვი, რომ „რეალმა“ ბრწყინვალე ფეხბურთელები შეიძინა.ყველაზე მეტად ვინ მომეწონა, მაგის თქმისგან თავს შევიკავებ, თუმცა ფაქტია ერთია, ყველას შეუძლია „ბლანკოსისთვის“ დახმარების გაწევა და ეს პირველ მატჩებში ნათლად გამოჩნდა.“

ბარსელონა: „დიდად არ მაღელვებს სხვა კლუბში მიმდინარე მოვლენები.მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ ორიენტირებული.“

ახალი პოზიცია: „ვფიქრობ, საუკეთესო მომენტია, რომ ფეხბურთელი სხვადასხვა პოზიციებზე მოსინჯო.სიმართლე გითხრათ, მომწონს კარლოს მიერ შემოთავაზებული პოზიცია.იქ ვითამაშებ, სადაც კომფორტულად ვიგრძნობ თავს.“

ზიდანი: „ის დიდ როლს თამაშობს ახალგაზრდა მოთამაშეების აღზრდაში.ზიზუ ჩვენს გვერდითაა და ეს შენიშნავია.“


realmadrid.ru
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)