კარლო ისკოზე დიდ იმედებს ამყარებს

მას შემდეგ, რაც ისკო მადრიდის რეალის ფეხბურთელი გახდა, კარლო ანჩელოტიმ მასში დიდი მოტივაცია დაინახა, რაც იმაში აისახება, რომ კრიშტიანო რონალდოსთან ერთად ესპანელი ახალგაზრდა ერთადერთია, რომელმაც ყველა წინასასეზონო მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო...


ისკო არის მოთამაშე, რომელიც მთავარ მწვრთნელს აოცებს, ასევე აღფრთოვანებული გალხავთ ანჩელოტის დამხმარე ზინედინ ზიდანი, რომელსაც ნახევარმცველთან ინტენსიური ურთიერთობა აქვს. ესპანელმა მოთამაშემ უკვე მოახერხა და მადრიდელ გულშემატკივარს საკუთარი პოტენციალი დაანახა, ინჩასებმა კი მისი შეყვარება არ დააყოვნეს.

კარლო ანჩელოტის ახალგაზრდა მოთამაშე ძალიან მოსწონს და აცხადებს, რომ ისკო მომავალ სეზონში „ბლანკოსის“ ნახევარდაცვის უმნიშვნელოვანესი წევრი იქნება და მას უდიდესი შანსი აქვს ძირითად შემადგენლობაში თამაშის.

ესპანელი ნახევარმცველი შესანიშნავად უგებს მესუთ ოზილს, რიკარდო კაკას, კრიშტიანო რონალდოს, დი მარია, ბენზემას და კიდევ სხვა ფეხბურთელებს, მას არაფერი ეტყობა იმისა, რომ გუნდის ახალწვეულია და ადაპტაციის პერიოდს გადის.

და ბოლოს, იტალიელი სპეციალისტი ისკოზე უდიდეს იმედებს ამყარებს და აცხადებს, რომ იგი რეალისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება, ანჩელოტის აზრით ესპანელ მოთამაშეს უდიდესი მომავალი აქვს და ის გახდება მსოფლიოს კაშკაშა ვარსკვავი. dle 10.1

  • Hala
  • 5 აგვისტო 2013
  • 1650
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 18
2 ბელინგემი 17
3 მაიორალი 15
4 ბუდიმირი 15

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

აპრილი 2024 (345)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)
ნოემბერი 2023 (391)