განსაკუთრებული „განსაკუთრებულს“ არ უპასუხებს

სამეფო კლუბში შეთანხმდნენ, რომ ჟოზე მოურინიოს სიტყვებს, უპასუხოდ დატოვებენ.


„ას“-ის ცნობით, კრიშტიანუმ მოურინიოს ინტერვიუ სასტუმროში წაიკითხა და შემდეგ თანაგუნდელებს გააცნო, რომლებმაც სიცილით შეამკეს ყოფილი დამრიგებლის რეპლიკები.

აქვე მინდა მოკლედ მიმოვიხილო, პორტუგალიელი ფეხბურთელისა და მწვრთნელის ურთიერთობა.პირველად, 2007 წელს გააკრიტიკა ჟოზემ „ელ ფერარი,“ როდესაც ერთ-ერთი მატჩის წინ, „მანჩესტერში“ მოასპარეზე თანამემამულეს მოუწოდა, რომ არ ესიმულიანტა.

„რეალის“ სათავეში ჩადგომის შემდეგ, მოურინიუ რონალდუზე სხვანაირად ალაპარაკდა.2012 წლის ოქტომბრის „კლასიკოს“ დასრულებისთანავე, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჟურნალისტებმა მთხოვეს, დღევანდელი თამაშის მიხედვით, „ოქროს ბურთი“ გადამეცა ან რონალდუსთვის, ან მესისთვის.მინდა სამართლიანი ვყოფილიყავი, თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ მივხდი, რომ ჯილდო რონის ეკუთვნის, რამეთუ ის მარსიდანაა.“

„ბლანკოსიდან“ გადაბარგებამდე, მოურინიომ კვლავ შეიცვალა აზრი რონალდუზე: „ის ფიქრობს, რომ ყველაფერი იცის და მწვრთნელი არ ჭირდება.როდესაც მასთან მივდიოდი და გარკვეული საკითხის ახსნას ვცდილობდი, ისეთ სახეს იღებდა, თითქოს მისმენდა.“

as.com

ერთი სიტყვით, გაურკვეველია ამით რის მიღწევას ცდილობს მოურინიო, თუმცა ფაქტი ერთია, განსაკუთრებული „განსაკუთრებულს“ პასუხს არ გასცემს.
dle 10.1

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 დოვბიკი 20
2 ბელინგემი 18
3 სორლოტი 17
4 ლევანდოვსკი 17

ჩემპ. ლიგის ცხრილი

გუნდი
1 რეალი 6 6 0 0 18
2 ნაპოლი 6 3 1 2 10
3 ბრაგა 6 1 1 4 4
4 იუნიონ ბერლინი 6 0 2 4 2

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...

4-3-3
4-4-2
4-2-3-1



მთვლელები

საიტის არქივი:

მაისი 2024 (68)
აპრილი 2024 (378)
მარტი 2024 (335)
თებერვალი 2024 (456)
იანვარი 2024 (411)
დეკემბერი 2023 (372)